ლექციონარი 1446/350

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლექციონარი, X საუკუნე. 1446/350

ლექციონარი 1446/350X საუკუნის ხელნაწერი (საქართველოს ეროვნული არქივის ფონდი 1446, ხელნაწერი 350). 2 ფურცელი. ეტრატი; ფრაგმენტი; ზომა: 233x180; ასომთავრული; მელანი – ყავისფერი; სათაური და საზედაო გრაფემები - სინგურით; ორ სვეტად ნაწერი; შეემჩნევა განკანონების ხაზები.

უძველესი იერუსალიმური ლიტურგიკული ტრადიციის მატარებელი ეს ფრაგმენტი ძვირფასი მონაპოვარია მთელი კულტურული მიმდინარეობის ცალკეული მოზაიკების შესავსებად.

ღვთისმსახურებაში კონსტანტინოპოლური ტრადიციის გაბატონებამ იერუსალიმური ლექციონარი მსახურებიდან განდევნა და იგი დავიწყებას მიეცა იმდენად, რომ დღეს შემორჩენილი არ არის მისი ბერძნული ვერსია.

ქართულ, სომხურ და ალბანურ ენებზე შემორჩენილი ლექციონარები, ერთი მხრივ, არაჩვეულებრივი საშუალებაა გარკვეული წარმოდგენა შეიქმნას ადრეული ლიტურგიკული მსახურების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, აღდგეს საღვთო წერილის (ძველი და ახალი აღთქმის) საკითხავების კიდევ უფრო ძველი თარგმანები, ვიდრე ეს ჩვენთვის აქამდე ცალკე ხელნაწერების ან მათი ფრაგმენტების სახით იყო ცნობილი.

ხელნაწერი 2015 წელს იუნესკომ შეიტანა მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“. თბილისი, 2016. რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]