ლექციონარი (Q-1376)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლექციონარი

ლექციონარი (Q-1376) — XI საუკუნის ქართული ხელნაწერი. გადაწერილია იმგვარ მონასტერში, რომელიც ამ პერიოდშიც ინარჩუნებდა ტრადიციული საღვთისმსახურო წიგნებისადმი ინტერესს, 1049 წელს გადამწერი მიქაელ ინჩუხის მიერ. ლექციონარში იხსენიება XI საუკუნის ცნობილი ქართველი ფეოდალი ლიპარიტ ბაღვაში.

საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, შეიცავს 43 ფურცელს, რომელთა ზომებია 30,5X22,8 სანტიმეტრი. ტექსტი შესრულებულია ასომთავრული და ნუსხური დამწერლობებით, მუქი ყავისფერი მელნით. სათაურები სინგურითაა დაწერილი.

ლექციონარი დღეს დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში (Q-1376).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 19