ლექართის შვიდი ეკლესიის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შვიდი ეკლესიის მონასტერი
Seven church monastery 2.JPG

მონასტრის წმინდა თადეოზის სახელობის ეკლესია.

ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°29′36″N 46°51′23″E / 41.493333° ჩ. გ. 46.856389° ა. გ. / 41.493333; 46.856389
ქვეყანა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
რაიონი კახი
ადგილმდებარეობა სოფ. ლექითი.
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება VII-IX სს.

ლექართის შვიდი ეკლესიის მონასტერი (აზერ. Yeddi Kilsə monastır kompleksi) — კავკასიის რეგიონის ერთ-ერთი უძველესი სამონასტრო კომპლექსი დღევანდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს ისტორიულ ჰერეთში, კახის რაიონის სოფლების, ლექითსა (ქართ. ლექართი) და ლექით ქოთოქლუს შორის.[1]

მონასტერი განთავსებულია ლექართიდან ჩრდილოეთით 2-ოდე კმ-ში, კავკასიონის ქედის სამხრეთ დამრეც კალთებს შუა, ერთ-ერთ შედარებით მოვაკებულ ადგილზე. დღევანდელი იქაური მუსლიმი მოსახლეობა (ლეკები) ამ ადგილებს „ქილისალარს“ ეძახის, რაც მათ ენაზე ნიშნავს ეკლესიებს. სხვადასხვა სახის სამონასტრო დანიშნულების ნაგებობათა შორის თორმეტამდე ეკლესიაა. მათგან ორი დიდ ტაძარს წარმოადგენს. დასავლეთით მდებარე – შვერილ აფსიდიანი გუმბათიანი შენობაა, დღეს უკვე ნანგრევებად ქცეული.

ლექართის სამონასტრო ანსამბლი ძველად გალავნით ყოფილა შემოზღუდული, რომლის ფრაგმენტები და ნანგრევების ნაშთები დღემდე კიდევ არსებობს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ахундов Д.А. - Архитектура древнего и раннесредневекового Азербайджана. Баку: 1986