ლეფკარის მაქმანი



ლეფკარიტიკა ან ლეფკარის მაქმანი — ხელით შესრულებული მაქმანი პანო-ლეფკარადან, კვიპროსიდან.[1] მის დამახასიათებელ ელემენტებად მოიხსენიება ჰემსტიჩი, სატინის ნაკერები, ნემსით შესრულებული კიდეები, თეთრი და ყავისფერი ფერები, აგრეთვე გეომეტრიული, დეტალურად დამუშავებული ორნამენტები.[2] 2009 წელს ეს ტრადიციული მაქმანის ხელოვნება შეიტანეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენელთა ნუსხაში.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეფკარიტიკა წარმოადგენს ქარგვას ხელოვნების იმ ტიპს, რომელიც დამახასიათებელია კვიპროსისთვის და იღებს სათავეს მინიმუმ XIV საუკუნედან.[1] იგი მიეკუთვნება თეთრი ქარგვას ხელოვნებას და წარმოადგენს უფრო ძველი ტიპის — ასპროპლოუმის — განვითარებას. ასპროპლოუმის ძირითადი ნაკერები შემორჩა ლეფკარიტიკაში. დროთა განმავლობაში, ოსტატი ქალების უნარისა და შემოქმედების მიხედვით, დაემატა ახალი ნაკერები და მოტივებიც. ლეფკარიტიკამ სწრაფად მიაღწია მაღალ ხარისხს, ვინაიდან ქალებს შორის მკაცრი კონკურენცია არსებობდა: მაქმანი მზითვის ძირითადი ნაწილი იყო. ყოველი გოგონა ცდილობდა მდიდარი კოლექცია მოეყარა ქორწილის დღისთვის საჩვენებლად. ტრადიციული ოსტატობა დედიდან შვილზე გადადიოდა. ბევრ ქალს მაქმანზე მუშაობა შემოსავლის წყაროდაც ჰქონდა გადაქცეული. პანო ლეფკარაში მცხოვრები ქალი ოსტატები, ე.წ. „პლუმარისები“, მაქმანის ქარგვას სახლებში აწყობდნენ. მამაკაცები კი, ე.წ. „კენტიტარიდები“, სავაჭრო მიზნით მოგზაურობდნენ მთელ ევროპასა და სკანდინავიაში.[3] ტრადიციის მიხედვით, XV საუკუნეში ლეონარდო და ვინჩი ეწვია კვიპროსის და ლეფკარის მაქმანი წაიღო იტალიაში, რომელიც დღემდე ამშვენებს მილანის ტაძარს.[4]
წარმოების ცენტრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულად, მაქმანის მთავარი წარმოების ცენტრები იყო პანო-ლეფკარა და კატო-ლეფკარა. თანამედროვე ეტაპზე ლეფკარიტიკა იწარმოება კვიპროსის მრავალ სოფელში, მათ შორის კატო-დრისში, ვავლაში, ვავაცინიაში, ორაში, ხიროკიტიაში, სკარინუში, დალიში და ათენუში.
მასალები და ტექნიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ლეფკარის მაქმანი მზადდებოდა ადგილობრივი თეთრი ბამბის ქსოვილისგან. ქარგვისას გამოიყენებოდა სხვადასხვა ნაკერისა და ჭრილის კომბინაცია. დიდ ზომის მაქმანებს, ე.წ. „ტაღიადებს“, ამშვენებს სხვადასხვა ორნამენტი, მათ შორის — „დანტელა ვენისი“ (ვენეციური მაქმანი), „პიტოტა“, „გიროულოტა“ და „ლიმინოტა“. ამ სახელწოდებები მომდინარეობს იტალიური ტერმინიდან „პუნტო ტალიატო“, რომელიც XVI საუკუნეში პოპულარული ჭრილი ორნამენტების სტილი იყო. კვიპროსის ხელნაკეთი ნაწარმის სამსახურის თანახმად, ლეფკარის მაქმანის მოტივების რაოდენობა აღემატება 650-ს.[3]
ლეფკარის მაქმანის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია ე.წ. „პოტამოი“ („მდინარეები“), რომელიც შედგება სამკუთხედი ზიგზაგისებრი ხაზებისგან, ე.წ. „კამარებისგან“ („თაღებისგან“).
თანამედროვე ოსტატებს შეუძლიათ ლეფკარის მაქმანის ხელახალი შექმნა ისტორიული წყაროებისა და ორნამენტების წიგნების საფუძველზე.[5]
კატეგორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 Lefkara laces or Lefkaritika - intangible heritage - Culture Sector - UNESCO en. ციტირების თარიღი: 2018-07-26
- ↑ Lefkara Laces or Lefkaritika. ციტირების თარიღი: March 2, 2020.
- 1 2 Ktori, Maria (2016). „Lefkara Lace: Educational Approaches to ICH in Cyprus“. International Journal of Intangible Heritage. ციტირების თარიღი: 16 December 2021.
- ↑ Cyprus Government Cyprus Handicraft Service. ციტირების თარიღი: 13 January 2015[მკვდარი ბმული]
- ↑ Hadjiyiasemi, Androula (1987). Lefkara Lace Embroidery (English). Cyprus: Philipides and Son Ltd. ISBN 9963764312.