ლეტოვიცე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ლეტოვიცე Letovice | |||||
|
ქალაქის ხედი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Babolky[1] , Dolní Smržov[1] , Chlum[1] , Jasinov[1] , Kladoruby[1] , Klevetov[1] , Kněževísko[1] , Kochov[1] , Lhota[1] , Meziříčko[1] , Novičí[1] , Podolí[1] , Slatinka[1] , Třebětín[1] , Zábludov[1] , Zboněk[1] და Q56414109? | ||||
| კოორდინატები | 49°32′50″ ჩ. გ. 16°34′25″ ა. გ. / 49.54722° ჩ. გ. 16.57361° ა. გ. | ||||
| მმართველი | პეტრ ნოვოტნი | ||||
| პირველი ხსენება | 1145 | ||||
| ფართობი | 51,01 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 330 მ | ||||
| მოსახლეობა | 7 124[2] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 140 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 679 61 | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | letovice.net | ||||
ლეტოვიცე (ჩეხ. Letovice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი ლეტოვიცე ბლანსკოს რაიონში მდებარეობს. ის 17 მუნიციპალური ერთეულისგან შედგება, ლეტოვიცეს გარდა მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია: ბაბოლკი, დოლნი-სმრჟოვი, ზაბლუდოვი, ზბონეკი, იასინოვი, კლადორუბი, კლევეტოვი, კნეჟევისკო, კოხოვი, ლჰოტა, მეზირჟიჩკო, ნოვიჩი, პოდოლი, სლატინკა, ტრჟებეტინი და ხლუმი.

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეტოვიცეს ხეობაში ადამიანის დასახლების პირველი ნიშნები ნეოლითის ხანით თარიღდება. არქეოლოგიური კვლევების შედეგად ლეტოვიცეში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის ქვის ცული.
ბრინჯაოს ხანის დროინდელ ნიმუშებს ეკუთვნის ლუჟიცის კულტურის ბრინჯაოს ნივთები. მათ შორისაა შუბი და ცული. აქ აგრეთვე ნაპოვნია რომაული პერიოდის რამდენიმე მონეტა. ეს ადასტურებს ისტორიული ჰანას გავლით არსებულ უძველეს სავაჭრო გზების არსებობას. ლეტოვიცეში ნაპოვნია იმპერატორ ტრაიანეს (98–117 წწ.), იმპერატორ ავრელიანეს (270–275 წწ.) და იმპერატორ კონსტანტინე I-ის (306–337 წწ.) პერიოდის მონეტები. პირველი სლავები აქ დასახლებას დაახლოებით VI საუკუნეში იწყებენ, რასაც ადასტურებს ქვიშაქვისგან გამოთლილი ღმერთის ქანდაკების 1840 წელს აღმოჩენილი თავი.[3]
ლეტოვიცე ამ სახელწოდებით ისტორიულ წყაროებში პირველად 1145 წელს ოტა III-ის მიერ დაწერილ დოკუმენტში არის მოხსენიებული.
1241 წელს ლეტოვიცე გაძარცვეს აღმოსავლეთიდან შემოსეულმა მონღოლებმა, რომლებიც ოლომოუცამდე მარშით მივიდნენ. XIV საუკუნის მეორე ნახევარში ლეტოვიცეში გამოიცა ანდაზებისა და გამონათქვამების კრებული.
1399 წელს ციხე კუნშტატის დიდგვაროვანმა დაიპყრო, ხოლო 1424 წელს ჰუსიტებმა ციხე დაიპყრეს და მთელი ქალაქი გადაწვეს.
XV საუკუნეში ლეტოვიცეში ლათინურიდან ჩეხურ ენაზე თარგმნეს მარკო პოლოს წიგნი „მილიონი“. 1505 წლამდე ლეტოვიცე ზემო და ქვემო ლეტოვიცედ იყო გაყოფილი, ამ წელს კი ერთ ქალაქად გაერთიანდა.[4]
1754 წელს აქ დაარსდა თეთრეულის ფაბრიკა, რომელიც მე-18 საუკუნის ბოლოსთვის მორავიაში თეთრეულის მწარმოებელი უდიდესი ფაბრიკა გახდა. 1848 წელს ლეტოვიცე ბოსკოვიცეს რაიონის ადმინისტრაციას დაექვემდებარა, ეს რაიონი მოგვიანებით ბლანსკოს რაიონად გადაკეთდა. 1849 წელს ლეტოვიცეში გაიყვანეს რკინიგზა. 1906 წელს ქალაქში პირველი სკოლა გაიხსნა, ხოლო 1936 წელს მას სავაჭრო ქალაქის სტატუსი მიანიჭეს.[5]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ლეტოვიცეს ციხე. ეს XIII საუკუნეში აგებული ციხე XVII საუკუნის ბოლოს ბაროკოს სტილის სასახლედ გადაკეთდა. დღეს ციხე კერძო საკუთრებაშია და თანდათანობით რემონტდება, რათა დამთვალიერებელთათვის გაიხსნას.[6]
წმინდა პროკოპის გოტიკური ეკლესია XIV საუკუნის ბოლოს აშენდა. ის ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული და არქიტექტურული ძეგლია.[7]
მოწყალე ძმების ყოფილი მონასტერი 1747 წელს დაარსდა. მონასტრის კომპლესის წმინდა გიორგის ეკლესია და საავადმყოფო 1751–1784 წლებში ბაროკოს სტილში ააგეს. დღეს მთლიანი კომპლექსი ლეტოვიცის საავადმყოფის საკუთრებაა და დამთვალიერებელთათვის 1784 წელს აგებული ისტორიული აფთიაქის ნახვაა შესაძლებელი.[8][9]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გრაფი გუსტავ კალნოკი (1832–1898) — ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დიპლომატი და სახელმწიფო მოღვაწე
- ალოის ბიახი (1849–1918) — ექიმი და სამედიცინო ჟანრის მწერალი
- ემანუელ ლიოფლერი (1901–1986) — ტანმოვარჯიშე
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ Kroniky města Letovice. ციტირების თარიღი: 2025-08-27
- ↑ Kroniky města Letovice. ციტირების თარიღი: 2025-08-27
- ↑ Kroniky města Letovice. ციტირების თარიღი: 2025-08-27
- ↑ Historie letovického zámku cs. Letovice Castle. ციტირების თარიღი: 2022-07-22
- ↑ Kostel sv. Prokopa cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-06-13
- ↑ Klášter Milosrdných bratří cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-06-13
- ↑ Kostel sv. Václava cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-06-13