ლეტიცია კასტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეტიცია კასტა

ლეტიცია კასტა
დაბადების სახელი ლეტიცია მარია ლაურა კასტა
დაბადების თარიღი 11 მაისი, 1978
პონტ-ოდემე, საფრანგეთი
საქმიანობა მსახიობი
მოდელი

ლეტიცია კასტა (ფრანგ. Lætitia Casta; დ. 11 მაისი, 1978) — ფრანგი მსახიობი და მოდელი.

ლეტიცია კასტა დაიბადა საფრანგეთის ქალაქ პონტ-ოდემეში. დედამისი ლაინ ბლინი წარმოშობით ნორმანდიელია, ხოლო მამამისი — დომინიკ კასტა კორსიკელი. ჰყავს უფროსი ძმა და უმცროსი და. ბავშვობა გაატარა ზემო ნორმანდიაში და კუნძულ კორსიკაზე.

სამოდელო კარიერა კასტამ 15 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც იგი კორსიკაზე ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა შენიშნა. 1998-2000 წლებში იყო Victoria's Secret-ის „ანგელოზი“. სხვადასხვა დროს 100-მდე ჟურნალის გარეკანზე გამოჩნდა, მათ შორის იყო Elle, Vogue და სხვა.

2010 წლის 10 მარტს კასტამ გახსნა Louis Vuitton-ს ფეშენ-შოუ, ხოლო 2010 წლის 27 სექტემბერს დახურა რობერტო კავალის ფეშენ-შოუს პრეზენტაცია ქალაქ მილანში. კინოში პირველი როლი მიიღო 1999 წელს, სადაც განასახიერა „ფალბალას“ როლი ფილმში „ასტერიქსი და ობელიქსი კეისრის წინააღმდეგ“. 2001 წელს ითამაშა რაულ რუისის ფილმში „ძლიერი სულები“.

2008 წელს ფილმში „ჰენსბური“ განასახასიერა ბრიჟიტ ბარდოს სახე, რისთვისაც კინოკარიერაში პირველად წარადგინეს სეზარის ნომინაციაზე. კასტა 2012 წელს იყო ვენეციის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

2001 წლის 19 ოქტომბერს სტეფან სედნაუისგან შვილი შეეძინა. ამჟამად კასტა დანიშნულია იტალიელ მსახიობზე სტეფანო აკორსიზე. წყვილს 2 შვილი ჰყავს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: