ლეტიცია ბატალია
| ლეტიცია ბატალია | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | 5 მარტი, 1935[1] [2] [3] [4] [5] |
| დაბადების ადგილი | პალერმო[1] |
| გარდაიცვალა | 13 აპრილი, 2022[6] (87 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | პალერმო[7] |
ლეტიცია ბატალია (იტალ. Letizia Battaglia, დ. 5 მარტი, 1935, პალერმო — გ. 13 აპრილი, 2022, პალერმო) — იტალიელი ფოტოგრაფი და ფოტორეპორტიორი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ფოტოები ასახავს სიიცილიის ცხოვრების ფართო სპექტრს, ყველაზე მეტად ცნობილია მაფიის თემაზე მუშაობით.
2019 წელს მისი ცხოვრების შესახებ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „გასროლა მაფიაზე“.[8]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბატალია დაიბადა პალერმოში, სიიცილიაში. 14 წლის ასაკში, როდესაც ბიჭებით დაინტერესდა, მისი მამა გაბრაზდა და სკოლა-ინტერნატში გაუშვა.[9] ბატალია ეცადა გაქცევას და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა. 16 წლის ასაკში დაქორწინდა ფრანკო სტანითაზე, რომელსაც საკუთარი ყავის ბიზნესი ჰქონდა და კარგი ოჯახის წარმომადგენელი იყო. მას სჯეროდა, რომ ქმარი მისცემდა სწავლის გააგრძელების საშუალებას, თუმცა ფრანკოს სურდა, რომ ის ყოფილიყო უბრალო დიასახლისი, ამიტომ მისი მწერლობის ამბიციები ნაწილობრივ ჩაიშალა. ურჩი იყო ქორწინებაში, საბოლოოდ საყვარლიც გაიჩინა, როდესაც ქმარმა ეს გაიგო, მას ესროლა. ლეტიციამ ქმარს შვილები წაართვა და მილანში გადავიდა.
სამუშაო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბატალია დაკავდა ფოტორეპორტიორობით1971 წელს, განქორწინების შემდეგ. მან კამერა ხელში აიღო, როცა მიხვდა, რომ მისი სტატიების უკეთ გაყიდვა შეიძლებოდა, თუ ისინი ფოტომასალით იქნებოდა გაჯერებული, და თანდათან მისი ფოტოგრაფიისადმი ინტერესი გაიზარდა. 1974 წელს, მილანში ყოფნის შემდეგ, სადაც შეხვდა თავის მრავალწლიან პარტნიორს ფრანკო ცეკინას, ბატალია დაბრუნდა სიცილიაში და მუშაობდა მარცხენა ორიენტაციის გაზეთ L’Ora-ში პალერმოში, ვიდრე გაზეთი 1992 წელს არ დაიხურა.[10]
ბატალიამ გაზეთისთვის დაახლოებით 600 000 ფოტო გადაიღო. მან დააფიქსირა მაფიის სასტიკი სამოქალაქო ომი და მისი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ზოგჯერ ერთ დღეში ოთხი ან ხუთი მკვლელობის ადგილზე ჩნდებოდა. ბატალია და ცეკინმა შექმნეს უამრავი იდუმალი ფოტო, რომლებმაც სიცილია და მაფია იტალიის ფარგლებს გარეთ წარმოაჩინეს. მას სურდა, საკუთარი ფოტოგრაფიით ემხილებინა და გაეკიცხა მაფია. ის იმდენად ხშირად უღებდა ფოტოებს მკვდრებს, რომ ერთხელ თქვა: „უეცრად სისხლის არქივი აღმომაჩნდა“.[11]. ლეტიცია მკვდრებს შავ-თეთრ ფოტოებს უღებდა, რადგან თვლიდა, რომ ასე უფრო გამოხატავდა მათდამი პატივისცემას.
მისი ფოტოების გამო ბატალიას მრავალი წელი ჰქონდა მაფიის მხრიდან მკვლელობის შიში. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა არ ჰყოლოდა დაცვის წევრები. 2017 წელს მან გამოცემა „The Guardian“-ს უთხრა, რომ „უკვე აღარ იცით, ვინ არიან თქვენი მეგობრები და ვინ მტრები. დილით სახლიდან გამოდიხართ და არ იცით, საღამოს დაბრუნდებით თუ არა“.
ბატალია ასევე დაკავდა ქალების და გარემოს დაცვის საკითხებით. რამდენიმე წლით შეწყვიტა ფოტოგრაფირება და ოფიციალურად ჩაერთო პოლიტიკაში. 1985-1991 წლებში იყო პალერმოს საკრებულოს წევრი მწვანეთა პარტიის წარმომადგენლად, ხოლო 1991-1996 წლებში — სიიცილის რეგიონული ასამბლეის დეპუტატი პარტია „სეტი“-ს ხაზით. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პალერმოს ისტორიული ცენტრის გადარჩენასა და აღორძინებაში. გარკვეული პერიოდი ხელმძღვანელობდა გამომცემლობას „Edizioni della Battaglia“ და იყო ყოველთვიური ქალთა ჟურნალის „Mezzocielo“ თანადამაარსებელი. აქტიურად მონაწილეობდა ქალთა უფლებების და ბოლო პერიოდში პატიმრების უფლებების დაცვის საქმეში.
1993 წელს, როდესაც პალერმოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ჯულიო ანდრეოტის, რომელიც შვიდჯერ იყო იტალიის პრემიერ-მინისტრი, პოლიციამ ბატალიას არქივებში ჩხრეკა ჩაატარა და აღმოაჩინა 1979 წლის ორი ფოტო, სადაც ანდრეოტი მნიშვნელოვან მაფიოზ ნინო სალვოსთან ერთად იყო გადაღებული. ანდრეოტი მასთან ნაცნობობას უარყოფდა. ეს ფოტოები ერთადერთ მნიშვნელოვან მასალად იქცა, რომელიც ამ გავლენიან პოლიტიკოსს სიცილიის მაფიასთან აკავშირებდა. თავად ბატალიას უკვე დავიწყებული ჰქონდა, რომ ასეთი კადრი ჰქონდა გადაღებული. მისი შესაძლო მნიშვნელობა მხოლოდ გადაღებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ გახდა ცხადი.[10][11]
ფოტოგრაფიის გარდა, მისი სხვა საქმიანობებში შედიოდა ქალთა ჟურნალის გამოცემა, გამომცემლობა და ფოტოსკოლა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბატალია გარდაიცვალა 87 წლის ასაკში, 2022 წლის 13 აპრილს ჩეფალუში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის ავადმყოფობდა.[12][13][14]
პუბლიკაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Passion, Justice, Freedom – Photographs of Sicily. Gordonsville, VA: Aperture, 2003. ISBN 0-89381-888-7.
- Dovere di Cronaca - The Duty to Report., Rome: Peliti Associati, 2006. With Franco Zecchin. ISBN 88-89412-26-7.
- Just For Passion. 2016. ISBN 978-8898565207.
- Anthology. Drago, 2016. ISBN 978-8898565191.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1985 წელი: უილიამ იუჯინ სმიტის გრანტი ჰუმანისტურ ფოტოგრაფიაში.[15]
- 1999 წელი: ფოტოგრაფის „Mother Jones“-ის საერთაშორისო დოკუმენტური ფოტოგრაფიის ფონდის ჯილდო.[16]
- 2007 წელი: დოქტორ ერიხ სალომონის პრემია — „ცხოვრების მიღწევების“ ჯილდო გერმანული ფოტოგრაფიის საზოგადოების (DGPh) მიერ[17][18]
- 2009 წელი: „კორნელ კაპას უსასრულობის“ პრემია საერთაშორისო ფოტოგრაფიის ცენტრისგან, ნიუ-იორკი.[19]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- Testimony of a Keen Witness To Sicily's Enduring Sorrow, The New York Times, December 16, 2001
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #121688135 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL
- ↑ The Fine Art Archive — 2003.
- ↑ https://www.tagesspiegel.de/kultur/sie-kaempfte-gegen-die-mafia-italienische-fotografin-letizia-battaglia-gestorben/28254414.html
- ↑ Le Monde / J. Fenoglio, M. Lannelongue — Paris: Société éditrice du Monde, Louis Dreyfus, Jérôme Fenoglio, 1944. — ISSN 0395-2037; 1284-1250; 2262-4694
- ↑ Lodge, Guy. Sundance Film Review: 'Shooting the Mafia'. Variety (2019-02-06). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-08. ციტირების თარიღი: 2022-10-08
- ↑ „Letizia Battaglia obituary“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-08. ციტირების თარიღი: 2022-10-08.
- 1 2 "Letizia Battaglia: Her photographs awakened awareness of the Sicilian Mafia" დაარქივებული 2013-04-15 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links Courage, Media Studies Journal, Volume 14, Number 2, Spring/Summer 2000
- 1 2 "Testimony of a Keen Witness To Sicily's Enduring Sorrow" , The New York Times, December 16, 2001
- ↑ D'Emilio, Frances (2022-04-14). „Letizia Battaglia, who shot life and death in Palermo, dies“. AP NEWS (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-08. ციტირების თარიღი: 2022-10-08.
- ↑ Pullella, Philip (2022-04-14). „Letizia Battaglia, pioneer photographer who defied the Mafia, dead at 87“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-08. ციტირების თარიღი: 2022-10-08.
- ↑ Davison, Phil (2022-04-16). „Letizia Battaglia, photographer of Sicilian underworld, dies at 87“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-18. ციტირების თარიღი: 2022-10-08.
- ↑ 1985 Letizia Battaglia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-13. ციტირების თარიღი: 2022-04-20
- ↑ 1999 Life Time Achievement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-02. ციტირების თარიღი: 2022-10-08
- ↑ (in German) Press release დაარქივებული 2009-12-19 საიტზე Wayback Machine. , Deutschen Gesellschaft für Photographie, August 2007
- ↑ (in German) Salomon-Preis für Letizia Battaglia დაარქივებული 2014-08-05 საიტზე Wayback Machine. , Fokussiert, September 5, 2007
- ↑ 2009 Infinity Award: Cornell Capa Award (2016-02-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-08. ციტირების თარიღი: 2019-03-07