ლესტერ ტაიგერსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლესტერის ვეფხვები (რაგბის კლუბი))
ლესტერ ტაიგერსი
მეტსახელ(ებ)ი ვეფხვები
დაარსდა 1880
მწვრთნელ(ებ)ი ინგლისის დროშა სტივ ბორტვიკი
კაპიტანი ირლანდიის დროშა ტომ იანგსი
გუნდის  ფერები
გამოსაც.  ფერები

ლესტერ ტაიგერსი (ინგლ. Leicester Tigers) — ინგლისური სარაგბო კლუბი, რომელიც თამაშობს პრემიერშიპში. მას თერთმეტჯერ აქვს მოგებული პრემიერშიპი, ორჯერ კი ჰეინიკენის თასი.

ლესტერ ტაიგერსი იმ ოთხ გუნდს შორისაა, რომლებიც არასოდეს გავარდნილან ინგლისის უმაღლესი დივიზიონიდან. მისი უდიდესი კონკურენტები და მეტოქეები არიან: ბასი, ლონდონის ბზიკები და ნორსამპტონ სეინტსი.

ლესტერ ტაიგერსი დაარსდა 1880 წელს. დაარსებისას გაერთიანდა რამდენიმე პატარა გუნდი: ლესტერის საზოგადოება, ლესტერი მოყვარულები, ლესტერი ალერტსი. ხუთი თვე არ იყო გასული, როდესაც ამ გუნდს „ვეფხვები“ უწოდეს.

ტაიგერსი ინგლისის ნაკრების საბაზისო გუნდად ითვლება. მაგალითად, 2019 წლის მსოფლიო თასზე ნაკრებში 8 „ვეფხვი“ (ტაიგერსის მოთამაშე) იყო მიწვეული,[1] მათგან ხუთმა საფინალო მატჩშიც მიიღო მონაწილეობა: მანუ ტუილაგი (ძირათადი, 80 წუთი), ჯონი მეი (ძირითადი, 69 წ.), ჯორჯ ფორდი (ძირითადი, 49 წ.), ბენ იანგსი (ძირათადი, 75წ.), დენ კოული (მარქაფა, 2 წუთიდან).[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]