ლესლი მანიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლესლი ფრანსუა სენ როკ მანიგა (ფრანგ. Leslie François Saint Roc Manigat; 16 აგვისტო 1930, პორტ-ო-პრენსი27 ივნისი 2014, იქვე) — ჰაიტის 35-ე პრეზიდენტი, აირჩიეს 1988 წლის 7 თებერვალს, თუმცა იმავე წელს დაამხო გენერალ-ლეიტენანტმა ანრი ნამფმა.

დაიბადა პედაგოგი დედის და პოლიტიკოსი მამის ოჯახში. მისი ბაბუა ფრანსუა მანიგა ცნობილი გენერალი და პოლიტიკოსი, XIX საუკუნის ბოლოს პრეზიდენტობის კანდიდატიც კი იყო.

ლესლი მანიგას ცოლი მირლანდ მანიგა არის ჰაიტის ოპოზიციის ლიდერი, რომელიც 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი კანდიდატი იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]