ლესლი ბიბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლესლი ბიბი
Leslie Bibb 2011 Shankbone.JPG
ლესლი 2011 წელს, ტრიბეკას კინოფესტივალზე
დაბადების სახელი ლესლი ლუიზ ბიბი
დაბადების თარიღი 17 ნოემბერი, 1974 (1974-11-17) (46 წლის)
ბისმარკი, ჩრდილოეთ დაკოტა, აშშ[1]
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, ფოტომოდელი
აქტიური 1996-დღემდე
მეუღლე(ები) რობ ბორნი (2003-2004)
პარტნიორ(ებ)ი სემ როკველი (2007-დღემდე)

ლესლი ლუიზა ბიბი (ინგლ. Leslie Louise Bibb; დ. 17 ნოემბერი, 1974) [2]ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ლესლიმ სამსახიობო კარიერა ტელევიზიასა და ფილმებში გვიან 1990-იან წლებში დაიწყო. პირველად გამოჩნდა ტელევიზიაში 1996 წელს, რამდენიმე მცირე როლი ითამაშა სხვადასხვა სერიალებში, ხოლო ფილმებში პირველად 1997 წელს გამოჩნდა, მინორული როლით, ფილმში ''პატარა ნაწილებ''-ში გამოვიდა. ამ პერიოდში ასევე ითამაშა სატელევიზიო შოუში, ''The Big Easy''. საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო მისმა როლმა, ბრუკ მაკკქუინმა The Wb-ს დრამატულ სერიალში, ''პოპულარული''. მან აღნიშნული როლისთვის მოიგო ''Teen Choice Award''-ი. იგი ასევე გამოჩნდა მარველის კინოსამყაროში, როგორც ქრისტინე ევერჰარტი ფილმებში რკინის კაცი და რკინის კაცი 2.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და მოდელი ლესლი ბიბი დაიბადა 1974 წლის 17 ნოემებერს, ბისმარკში, ჩრდილოეთ დაკოტაში, და გაიზარდა ნელსონის ოლქში, ვირჯინიაში. მისი დაბადების სახელია ლესლი ლუიზა ბიბი. ლესლის მამა გარდაიცვალა მისი დაბადებიდან სამი წლის შემდეგ. მოგვიანებით, ბიბი ქვრივ დედასა და სამ უფროს დასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა რიჩმონდში, ვირჯინიაში, სადაც სწავლა დაიწყო გოგონათა კათოლიკურ კერძო სკოლა, „სენტ გერტრუდის საშუალო სკოლაში“.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს, ოპრა უინფრი შოუს და ელიტ სააგენტოს მიერ ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით მოდელების ძებნა. ცნობილმა ჟიურის წევრებმა, ჯონ კასაბლანკასმა, ნაომი კემპბელმა, ლინდა ევანგელისტამ და იმანმა გამარჯვებულად 16 წლის ბიბი აირჩიეს. [3] ამის შემდეგ, ბიბი ნიუ-იორკში გაფრინდა, რომ ელიტ სააგენტოსთან კონტრაქტი გაეფორმებინა. იმოდელა სააგენტოსთვის და ასევე, იაპონიაში გაემგზავრა სამოგზაუროდ. სკოლის დასამთავრებლად იგი ამერიკაში დაბრუნდა, სკოლა დაამთავრა 1991 წელს. იგი გამოჩნდა რამდენიმე ჟურნალის გარეკანზე, მათ შორის არის: CosmoGirl, 944, Seventeen, Gear, Paper, L'Officiel, Teen, FHM, Stuff, YM და Fit. [4] 2008 წელს ბიბი გამოჩნდა სატელევიზიო რეკლამაში, Almay Pure Blends-თვის. [5]

მსახიობობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბი International Comic-Con-ზე, 2007 წლის ივლისში.

ბიბი პირველად ტელევიზიაში გამოჩნდა 1996 წელს, თამაშობდა რამდენიმე ეპიზოდში, სერიალებისა, წყნარი ოკეანის ლურჯი და სახლის გაუმჯობესება. მისი პირველი კინოროლი შედგა კომედიაში „პირადი სივრცე“. ამას მოჰყვა მისი პირველი სატელევიზიო სერიალი, ''The Big Easy'', სადაც იგი ჩაენაცვლა მსახიობს სუზან უოლტერს. კრიტიკოსების უმეტესობამ გადაცემა მოიწონა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ შოუს გადაღებები შეწყდა. ამის შემდეგ, ის გამოჩნდა რომანტიკულ დრამაში "შემეხე" (1997) და მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა ფილმში ეს სივრცე ჩვენს შორის (1999). 1999 წელს, WB-ს სატელევიზიო სერიალში Popular-ში მან მთავარი როლი მიიღო. მისი როლი იყო ბრუკ მაკქუინი, კენედის საშუალო სკოლის ყველაზე პოპულარული გოგონა, რომელიც არის ლამაზი, და ამავდროულად კარგი მოსწავლე. სერიალმა თინეიჯერებს შორის დიდი წარმატება მოიპოვა და ბიბი წაიყვანა უფრო ცნობადი კინოროლებისკენ. შოუმ მოიპოვა მისი ჯილდო, Teen Choice Award და ახალგაზრდა ჰოლივუდის ნომინაცია ამაღელვებელი ახალი სახისთვის. სერიალის განმავლობაში იგი გადაიღეს ფსიქოლოგიურ ტრილერში, თავის ქალა (1999), სადაც ლესლიმ ჯოშუა ჯექსონის პერსონაჟის თანაკლასელის, მეგობრის და სიყვარულის როლი მოირგო. აღნიშნულმა ფილმა უარყოფითი შეფასება მიიღო კრიტიკოსების მხრიდან, მაგრამ ბიუჯეტურად წარმატებული ფილმა აღმოჩნდა. 2001 წელს გადაიღეს კომედიაში, ''აგენტი, ზედმეტსახელად სპოტი'', სადაც თამაშობდა მარტოხელა დედის როლს. [6]

მოგვიანებით გამოჩნდა სერიალში, ER, ასევე ითამაშა მთავარი პერსონაჟი, სერიალში ''ცეცხლის ხაზი''. შემდგომ, გადაიღეს სერიალში, ''Crossing Jordan'', სადაც მეექვსე სეზონამდე დეტექტივი ლუ სიმონსის როლს თამაშობდა. [7] იგი დეზირის როლით გამოჩნდა დამოუკიდებელ ფილმში თვითმკვლელები:სიყვარულის ისტორია (2006). ფილმი ნომინირებული იყო სანდენსის კინოფესტივალზე. [8] იმ წელს მან ითამაშა უილ ფერელის ცოლი, კარლი, კომედიურ მხატვრულ ფილმში ბალადა რიკი ბობზე.

ბიბი დაქორწინდა რობ ბორნზე, 2003 წლის 22 ნოემბერს, ზიჰუატანეხოში, მექსიკაში. ისინი დაშორდნენ 2004 წლის 7 დეკემბერს

2007 წლიდან ლესლის სასიყვარულო ურთიერთობა აქვს მსახიობ სემ როკუელთან, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით ლოს-ანჯელესში შეხვდა, როდესაც სემს ფილმში, Frost / Nixon-ში იღებდნენ. ისინი ერთად გამოჩნდნენ ფილმებში, მათ შორისაა: ამერიკული ფილმები Iron Man 2 და Don Verdean.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Owen, Rob (March 4, 2012). „Four former Richmonders help bring laughter to TV“. Richmond Times-Dispatch. ციტირების თარიღი: July 27, 2019.
  2. „San Antonio Express-News, Archives – mySA.com“.
  3. Leslie Bibb biography. Yahoo! Movies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-08-22. ციტირების თარიღი: 2021-03-11.
  4. Leslie Bibb Magazine Cover Photos - List of magazine covers featuring Leslie Bibb - FamousFix.
  5. Leslie Bibb.
  6. "See Spot Run": Leslie Bibb Interview. Hollywood.com (July 4, 2001).
  7. „Will Jordan's Sexy Shrink Shag Woody?“. TV Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-02. ციტირების თარიღი: 2021-03-11.
  8. gemini78. (2 November 2007) Wristcutters: A Love Story (2006). IMDb.