ლესლი აბერკრომბი
| ლესლი აბერკრომბი | |
|---|---|
|
| |
| პირადი ინფორმაცია | |
| დაბ. თარიღი | 6 ივნისი, 1879[1] [2] [3] [4] [5] [6] |
| დაბ. ადგილი | Ashton upon Mersey |
| გარდ. თარიღი | 23 მარტი, 1957[1] [2] [3] [4] [5] (77 წლის) |
| გარდ. ადგილი | Aston Tirrold |
| ნამუშევრები და მიღწევები | |
| საქმიანობა | არქიტექტორი, ქალაქთმშენებელი და პოეტი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | Uppingham School |
| ჯილდოები | სამეფო ოქროს მედალი და რაინდი-ბაკალავრი |
ლესლი პატრიკ აბერკრომბი (ინგლ. Sir Leslie Patrick Abercrombie; დ. 6 ივნისი, 1879 — გ. 23 მარტი, 1957) — ინგლისელი არქიტექტორი, ქალაქთმშენებლობის თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი, რაიონული დაგეგმარების ერთ-ერთი პიონერი დასავლეთ ევროპაში. ლივერპულის (1915-1935) და ლონდონის (1935-1946) უნივერსიტეტების პროფესორი. არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტი (1946).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა აპინგემის სკოლაში. დიდი ქალაქის ფუნქციურ ზონებად დაყოფის, ქალაქ-თანამგზავრთა მშენებლობისა და ტრანსპორტის ერთიანი სისტემის შექმნის საფუძველზე დაამუშავა რეკონსტრუქციის კომპლექსური მეთოდი, რომელმაც ფართო გამოყენება პოვა და ხელი შეუწყო თანამედროვე ქალაქთმშნებლობის განვითარებას. შეადგინა დუბლინის (1913), დონკასტერის (1921-1922), აღმოსავლეთ კენტის (1922), შეფილდის (1931), ლონდონის საგრაფოს (1943), „დიდი ლონდონის“ (1944), პლიმუთის (1943), ადის-აბების (1956) და სხვა ქალაქების რეკონსტრუქციის პროექტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 27.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Encyclopædia Britannica
- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 Dictionary of Scottish Architects
- 1 2 Manno A. Abercrombie, Sir (Leslie) Patrick // Grove Art Online / J. Turner — [Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T000112
- ↑ Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. Savoy — B: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088 — doi:10.1515/AKL