შინაარსზე გადასვლა

ლესინას ტბა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლესინას ტბა
Lago di Lesina
კოორდინატები: 41°53′16″ ჩ. გ. 15°25′26″ ა. გ. / 41.88778° ჩ. გ. 15.42389° ა. გ. / 41.88778; 15.42389
მდებარეობა ფოჯის პროვინცია, აპულია
სიგრძე 22 კმ
სიგანე 3,5 კმ
ფართობი 51,4 კმ²
საშუალო სიღრმე 0,7 
მაქსიმალური სიღრმე 1,7 
აუზის ფართობი 447 კმ²

ლესინას ტბა[1]იტალიაში მეცხრე, ხოლო სამხრეთ ნაწილში მეორე უდიდესი ტბა. მდებარეობს აპულიის რეგიონის[2] ჩრდილოეთ ნაწილში გარგანოს კონცხთან.[3][4] დაახლოებით 22 კმ სიგრძისაა, საშუალოდ 2,4 კმ სიგანის და ფარავს 51,4 კმ² ფართობს.

ორი არხი, აკვაროტა (Acquarotta) და სკიაპარო (Schiaparro), უკავშირებს მას ადრიატიკის ზღვას, რომელისგანაც ის გამოყოფილია ხანგრძლივი დიუნით, სახელად ბოსკო იზოლა, რომლის სიგანე ერთიდან ორ კილომეტრამდე, ხოლო სიგრძე თექვსმეტ კილომეტრამდე მერყეობს. მრავალი ნაკადული ტბას მცირე რაოდენობით სუფთა წყლით ამარაგებს.

ლესინას ტბა

საშუალო სიღრმე დაახლოებით 70 სმ-ია, ხოლო მაქსიმალური 2 მეტრზე ნაკლები. ტბაში გავრცელებულია გველთევზასნაირნი, რომელიც ლესინას მაცხოვრებლებისათვის შემოსავლის ტრადიციულ წყაროს წარმოადგენს.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. D’Adamo, Raffaele. THE LAGOONS OF LESINA AND VARANO.
  2. Lesina, Italy: lakes and places to visit near Lesina in Apulia. ციტირების თარიღი: 2025-09-03
  3. Lake Lèsina en. ციტირების თარიღი: 2025-09-03
  4. SILVIA, LAZZARI. Lake Lesina and Varano: what to see | News en. ციტირების თარიღი: 2025-09-03