ლეპიდოდენდრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეპიდოდენდრონი (ბერძ. lepis „ქერცლი“ და ბერძ. dendron „ხე“) — ამომწყდარი ხემცენარეთა გვარი ლეპიდოდენდრონისებრთა ოჯახისა. მათი სწორმდგომი ღეროს სიმაღლე 20-30 და სისქე 2 მ აღწევდა, ძლიერ დატოტვილი ვარჯი ჰქონდა. ღერო შედგებოდა მერქნისა და სქელი ქერქისაგან, რომელიც დაფარული იყო სპირალურ მწკრივებად განლაგებული ე. წ. ბალიშებით. იგი ნიადაგშიც იტოტებოდა და წარმოქმნიდა სტიგმარიებს, რომლებიდანაც მძლავრი ფესვები გამოდიოდა. ლეპიდოდენდრონი გავრცელებული იყო ევრამერიკულ და კატაზიურ პალეოფლორისტულ ოლქებში, კარბონულ და პერმულ პერიოდებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]