შინაარსზე გადასვლა

ლეო XIV

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უწმიდესი რომის პაპი
ლეო XIV
Leo XIV
დროშა
დროშა
267-ე რომის პაპი
არჩევა: 8 მაისი, 2025
ეკლესია: რომის კათოლიკური ეკლესია
საზოგადოება: ავგუსტინელთა ორდენი
წინამორბედი: ფრანცისკე
 
დაბადების სახელი: რობერტ ფრენსის პრევო
ორიგინალი
დაბადების სახელი:
Robert Francis Prevost
დაბადება: 14 სექტემბერი, 1955
ბერად აღკვეცა: 1982 წლის 19 ივნისი,
ჟან ჟადოტის მიერ.
ეპისკოპოსად კურთხევა: 2014 წლის 12 დეკემბერი,
ჯეიმზ პატრიკ გრინის მიერ.
კარდინალი: 2023 წლის 30 სექტემბერი,
ფრანცისკეს მიერ.

ლეო XIV (ლათ. Leo XIV, ერისკაცობაში რობერტ ფრენსის პრევო, დ. 14 სექტემბერი, 1955, ჩიკაგო) — 267-ე რომის პაპი, კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სუვერენული სახელმწიფოს მეთაური. ამერიკელი კათოლიკე პრელატი, 2023 წლიდან მსახურობდა ეპისკოპოსთა დიკასტერიის პრეფექტად და ლათინური ამერიკის პონტიფიკალური კომისიის პრეზიდენტად, მანამდე - იყო პერუში ჩიკლაიოს დიოცეზის ეპისკოპოსი 2015 წლიდან 2023 წლამდე, ხოლო 2001 წლიდან 2013 წლამდე წმინდა ავგუსტინეს ორდენის გენერალური პრიორი.

დაიბადა ჩიკაგოში, პრევომ თავისი კარიერის ადრეული წლები გაატარა ავგუსტინელთა ორდენისთვის მუშაობაში. მსახურობდა პერუში 1985 წლიდან 1986 წლამდე და 1988 წლიდან 1998 წლამდე როგორც სამრევლოს მღვდელი, დიოცეზის ოფიციალური პირი, სემინარიის მასწავლებელი და ადმინისტრატორი. მას კარდინალის წოდება მიენიჭა 2023 წელს.

2025 წლის აპრილში ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, პაპის კონკლავმა 2025 წლის 8 მაისს აირჩია მის მემკვიდრედ.

ბავშვობა და განათლება

რობერტ ფრენსის პრევო დაიბადა 1955 წლის 14 სექტემბერს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში, მოწყალების ჰოსპიტალში, ლუის მარიუს პრევოსა და მილდრედ მარტინესის ოჯახში.[1][2] მამამისი იყო მეორე მსოფლიო ომის აშშ-ის საზღვაო ძალების ვეტერანი და სკოლის დირექტორი, წარმოშობით ფრანგი და იტალიელი[3], ხოლო დედამისი ბიბლიოთეკარი, წარმოშობით ესპანელი.[4][2][5] ჰყავს ორი ძმა.[2]

გაიზარდა აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ დოლტონში. მსახურობდა სტიქაროსნად ღვთისმშობლის მიძიმების ეკლესიაში ჩიკაგოს საუთ-საიდში.[2] 1973 წელს მიიღო საშუალო განათლება წმინდა ავგუსტინეს სემინარიის საშუალო სკოლაში.[6] როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ მაღალი აკადემიური მიღწევებისათვის მიიღო ქების სიგელი და მუდმივად იმყოფებოდა წარჩინებული სტუდენტების სიაში. იყო yearbook-ის მთავარი რედაქტორი, სტუდენტური საბჭოს მდივანი და ეროვნული საპატიო საზოგადოების წევრი.[7] აგრეთვე მონაწილეობდა საშუალო სკოლის საუბრებსა და დებატებში.[8] 1977 წელს ვილანოვის უნივერსიტეტში მიიღო ბაკალავრის ხარისხი მათემატიკის დარგში.[6][9][10]

ფლობს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ და პორტუგალიურ ენებსა და კითხულობს ლათინურს და გერმანულს.[11]

პაპობა

2025 წლის 8 მაისს, პაპის კონკლავის მეორე დღეს, პრევოსტი გახდა პირველი პაპი ჩრდილოეთ ამერიკიდან. მან აიღო სახელი ლეო XIV, რითაც გააგრძელა ლეო XIII-ის რიგითობა.[12][13] მისი არჩევიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, პაპი ლეო XIV გამოაცხადა კარდინალმა დომინიკ მამბერტიმ, კარდინალთა კოლეგიის პროტოდიაკონმა, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან და შემდეგ გამოჩნდა შეკრებილი ხალხის მისასალმებლად.[14] განსხვავებით ფრანცისკესგან, რომელიც ირჩევდა უბრალო თეთრ სამოსს, ლეო XIV-მ ჩაიცვა პაპის მოცეტა და სტოლა.[15]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Démission du cardinal Ouellet : un évêque américain placé à la tête du dicastère pour les évêques (January 30, 2023).
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 FitzPatrick, Lauren (3 May 2025). „From Chicago's south suburbs to helping choose the next pope“. Chicago Sun Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 May 2025. ციტირების თარიღი: 8 May 2025.
  3. Obituaries (November 10, 1997). ციტირების თარიღი: May 8, 2025
  4. Leo XIV is the new Pope. Vatican News (May 8, 2025). ციტირების თარიღი: May 8, 2025
  5. Who is Robert Prevost, the new Pope Leo XIV and first American pope? en-GB (2025-05-08). ციტირების თარიღი: 2025-05-08
  6. 6.0 6.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის vatbio არ არის მითითებული ტექსტი; $2
  7. „Robert Prevost is Commended“. The Holland Evening Sentinel. 7 October 1972. p. 5. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 May 2025. ციტირების თარიღი: 8 May 2025.
  8. „Attends State Forensic Congress in Lansing“. 24 October 1972.
  9. Catholic Theological Union (1979). Announcements, Catholic Theological Union, Catholic Theological Union. 
  10. Schubert, Frank D (1993). „BOOK REVIEWS“. Journal of the American Academy of Religion (ინგლისური). LXI (1): 151–153. doi:10.1093/jaarel/LXI.1.151. ISSN 0002-7189.
  11. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის NCR არ არის მითითებული ტექსტი; $2
  12. McElwee, Joshua (8 May 2025). „Prevost, first U.S. pope, supported Francis and shunned spotlight“. Reuters. ციტირების თარიღი: 8 May 2025.
  13. „Pope appeals for peace to 'all peoples' in first address“. RTÉ News. 8 May 2025. ციტირების თარიღი: 8 May 2025.
  14. Wooden, Cindy. (8 May 2025) Breaking: Chicago native Cardinal Prevost elected pope, takes name Leo XIV en-US. ციტირების თარიღი: 8 May 2025
  15. „The American Pope“. The Pillar (ინგლისური) (8 May 2025). ციტირების თარიღი: 8 May 2025.
წინამორბედი:
ფრანცისკე
რომის პაპი
2025
შემდეგი:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ლეო_XIV&oldid=4793400“-დან