ლეო ქიაჩელის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეო ქიაჩელის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი ვერე
წინა სახელები გრიგოლ ყორღანოვის ქუჩა, გრიგოლ ნიკოლოზის ძე ყორღანოვის ქუჩა, კალისტრატე საჯაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას ქუჩა

ლეო ქიაჩელის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (ვერე); პირველი რესპუბლიკის მოედნიდან ვერის ბაღამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის II ნახევარში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც გრიგოლ ყორღანოვის ქუჩა. აქ, ოლღას (ახლანდელი მერაბ კოსტავას) ქუჩისა და ვერის დაღმართის კუთხეში, ცხოვრობდა მსხვილი მესაკუთრე გრიგოლ გაბრიელის ძე ყორღანოვი და ქუჩაც მის სახელს ატარებდა. 1923 წელს — გრიგოლ ნიკოლოზის ძე ყორღანოვის, შემდეგ – კალისტრატე საჯაიას, 1948 წელს — ვაჟა-ფშაველას, 1964 წელს კი ლეო ქიაჩელის სახელი დაერქვა. ქუჩაზეა ლურჯი მონასტერი (ანდრია პირველწოდებულის ეკლესია), ქიაჩელის ქუჩისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩის გადაკვეთაზე დგას იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]