ლეო კალენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეო კალენი
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 9 იანვარი, 1978 (1978-01-09) (46 წლის)
დაბადების ადგილი უიკლოუ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი ლენსტერი
პოზიცია მწვრთნელი
ეროვნული ნაკრები
ნაკრები ირლანდია
თამაში 32
ქულა 0
კარიერა
კლუბები 1998–2005 ლენსტერი
2005–2007 ლესტერ ტაიგერსი
2007–2014 ლენსტერი
Leo Cullen ვიკისაწყობში

ლეო კალენი (დ. 9 იანვარი, 1978) — ირლანდიელი მწვრთნელი და ყოფილი მორაგბე. თამაშობდა მეორეხაზელის პოზიციაზე ლენსტერსა და ირლანდიის ეროვნულ ნაკრებში. 2015 წლის 19 აგვისტოდან არის ლენსტერის მთავარი მწვრთნელი.[1]

საკლუბო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კალენმა საკლუბო კარიერა დაიწყო დუბლინის ლენსტერში. 1995 წლამდე ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. მას შემდეგ, რაც 20-წლამდელთა გუნდში 7 კეპი მოიხვეჭა საბოოლოდ ჩაირიცხა ძირითად გუნდში. 2005 წელს კალენი გადავიდა ლესტერ ტაიგერსში. ინგლისურ კლუბში 56 მატჩი ითამაშა, აქედან 15 როგორც კაპიტანმა. ტაიგერსთან ერთად ირლანდიელმა მოიგო ინგლის-უელსის თასი და ქვეყნის ჩემპიონატი.[2] მან ასევე ითამაშა 2007 წლის ჰეინიკენის თასის ფინალში, სადაც ლონდონის ვასპთან დათმეს ოქროს მედლები. 2007 წელს კალენი მშობლიურ დუბლინში ბრუნდება. პირველივე სეზონში მოიგო კელტური ლიგა. 2008 წელს მან ჩაანაცვლა ბრაიან ოდრისკოლი და ლენსტერის კაპიტანი გახდა.[3] სწორედ კალენი იყო კაპიტანი ლენსტერის ისტორიულ მატჩში, სადაც პირველად მოიპოვეს ჰეინიკენის თასი, 2009 წლის ფინალში. მან ასევე მოიგო ჰეინიკენის თასი 2011 და 2012 წელს და გახდა პირველი პირი, რომელმაც შეძლო ჰეინეკენის თასის სამჯერ აღმართვა როგორც კაპიტანმა. 2014 წლის მაისში პრო-12-ზე გამარჯვების შემდეგ დატოვა სარაგბო კარიერა.

სანაკრებო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაო კალენი წარმოდგენილი იყო ირალნადიის ნაკრებს ყველა ასაკობრივ დონეზე. ამასთან მას უკაპიტნია 19-, 21- და 25-წლამდელთა ნაკრებებისთვის. ძირითად გუნდში დებიუტი ჰქონდა 2002 წელს, „All Blacks“-ის წინააღმდეგ.[4] 2011 წლის 6 აგვისტოს შოტლანდიის წინააღმდეგ მატჩში ლეო კალენი გახდა მეასე ადამიანი, რომელსაც უკაპიტნია ირლანდიის ნაკრებისათვის.[5]

სამწვრთნელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიული კარიერის დამთავრების შემდეგ, 2014 კალენი დაინიშნა ლენსტერის შერკინების მწვრთნელად.[6] ხოლო ერთი წლის შემდეგ მთავარი მწვრთნელად.

2018 წლის მაისში ფინალში „რასინგ 92“-ის დამარცხებით კალენი გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც მოგებული აქვს ჰეინიკენის თასი როგორც მწვრთნელის ასევე მოთამშის რანგში.[7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cullen given Leinster job. Irish Independent (19 August 2015). ციტირების თარიღი: 19 August 2015.
  2. „Premiership final“. BBC. 12 მაისი 2007. ციტირების თარიღი: 9 თებერვალი 2020.
  3. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-17. ციტირების თარიღი: 2009-05-19.
  4. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-24. ციტირების თარიღი: 2008-01-17.
  5. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-19. ციტირების თარიღი: 2011-08-08.
  6. Leinster refusing to let their era end. Irish Independent (1 June 2014). ციტირების თარიღი: 4 June 2014.
  7. Champions Cup final: Leinster beat Racing 92 15-12 to secure fourth title. BBC Sport (12 May 2018). ციტირების თარიღი: 12 May 2018.