ლეო ბაქრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეო ბაქრაძე

ლეო ბაქრაძე
დაბადების სახელი ლეონიდე ბაქრაძე
დაბადების თარიღი 5 ნოემბერი, 1930
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 29 აპრილი, 1994 (63 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა კინორეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი, მსახიობი

ლეო პეტრეს ძე ბაქრაძე (დაბადების სახელი ლეონიდე ბაქრაძე; დ. 5 ნოემბერი, 1930, თბილისი — გ. 29 აპრილი, 1994, მოსკოვი) — ქართველი კინორეჟისორი, კინოდოკუმენტალისტი და მსახიობი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1983).

დაიბადა ქალაქ თბილისში 1930 წლის 5 ნოემბერს. დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი 1953 წელს, 1976 წელს კი მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსები. ბაქრაძე არის რიგი დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების რეჟისორი, მათ შორის — „ინგლისური დღიური“ (1966), „ხალხი და პლანტაციები“ (1968), „ექსპო-67“ (1968), „ისწრაფე სიკეთის ქმნა“ (1975), „დრო არ ითმენს“ (1981), „ქართველები დიდ თეატრში“ (1982), „მე თბილისელი ვარ“ (1982), „მარშალი“ (1983), „გამალამაზეთ“ (1984),[1] „მთელი გულით“ (1987), „ადამიანი ოჩამჩირედან“ (1982) და სხვა.

1970-1973 წლებში იყო „კინოს სახლის“ დირექტორი. მის ნამუშევრებს მიღებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრიზი: კრაკოვის მოკლემეტრაჟიანი ფილმების XVI საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი (1979, „ისწრაფე სიკეთის ქმნა“), აშხაბადის XII საკავშირო კინოფესტივალის I პრიზი და დიპლომი (1979, „ცით გატაცებულნი“), დუშანბეს XIII საკავშირო კინოფესტივალის პრიზი და დიპლომი (1980, „გული“), ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალის I პრიზი (1981, „მრავალჟამიერი“) და მოსკოვის XII საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი (1981, „გული“). ნათამაშები აქვს ქართულ პოპულარულ ფილმებში: „ჭრიჭინა“ (1954)[2] და „უძინართა მზე“ (1992).

ლეო ბაქრაძე გარდაიცვალა 1994 წლის 29 აპრილს მოსკოვში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გამალამაზეთ. Findglocal.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-29. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2020.
  2. ჭრიჭინა (1954). საქართველოს ეროვნული ფილმოგრაფია. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2020.