ლეო ანთაძე
ლეო ანთაძე | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | ლეო ანთაძე |
დაბადების თარიღი | 12 ნოემბერი, 1932 |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1955 – დღემდე |
ლეო ანთაძე (დ. 12 ნოემბერი, 1932, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1961), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979).
1955 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1955–1967 წლებში მოღვაწეობდა მარჯანიშვილის, 1967–1975 წლებში რუსთავის თეატრებში. 1975 წლიდან კვლავ დაუბრუნდა მარჯანიშვილის თეატრს. მის მიერ შესრულებულ როლებს შორის აღსანიშნავია: ზურია — რეზო თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“; შოთა არევაძე — კიტა ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“; ბუბნოვი — მაქსიმ გორკის „ფსკერზე“; ჩარლი — ტომას ბრანდონის „ჩარლის დეიდა“; ზურიკო — ნოდარ დუმბაძის, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“; შიშკობა — პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ და სხვ. კინოროლებიდან: „ყვავილი თოვლზე“ (1959); „გაქცევა გამთენიისას“ (1975); „დათა თუთაშხია“ (1978); „მონანიება“ (1984); „ქუჩის დღეები“ (2010); „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) და სხვ.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1959: „ყვავილი თოვლზე“ (კახაბერი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1964: „სამი ღამე“ რეჟ. მარლენ სოსელია
- 1972: „გლადიატორი“ (სტუმარი) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1973: „წკიპურტები“ (მგზავრი) რეჟ. რეზო ესაძე
- 1975: „ერთი ნახვით შეყვარება“ (მეზობელი) რეჟ. რეზო ესაძე
- 1975: „გაქცევა გათენებისას“ (ზარელუა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1978: „დათა თუთაშხია“ (ბუდარა) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1980: „თბილისი-პარიზი-თბილისი“ რეჟ. ლეილა აბაშიძე
- 1980: „მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი)“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1981: „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1984: „მონანიება“ რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1984: „სკაპენის ოინები“ (გერონტი) რეჟისორები გიორგი კალატოზიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 1984: „უკვდავების თეთრი ვარდი“ (მამობილი) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1986: „საფეხური“ (დირექტორი) რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1987: „ლომა“ რეჟ. ბიძინა რაჭველიშვილი
- 1989: „მიახლოება“ რეჟ. ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილი
- 1990: „თეთრი ბაირაღები“ (ჭეიშვილი) რეჟ. გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე
- 1991: „რჩეული“ რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 1992: „ზნედაცემული ანგელოზი“ რეჟისორები მამუკა კიკალეიშვილი, ლევონ უზუნიანი
- 1993: „ციხე-სიმაგრე“ რეჟ. დავით ჯანელიძე
- 1993: „კალმასობა იოანესი“ რეჟ. ზურაბ მექვაბიშვილი
- 1995: „წითელი პატეფონი“ რეჟ. დევი აბაშიძე
- 1996: „წარსულის აჩრდილები“ რეჟ. ლევან თუთბერიძე
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (ისაკი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 2000: „ძვირფასო მ.“ რეჟ. ოთარ შამათავა
- 2010: „რენე მიდის ჰოლივუდში“ რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე
- 2010: „ქუჩის დღეები“ რეჟ. ლევან კოღუაშვილი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1961 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1979 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 2023 — თბილისის საპატიო მოქალაქე[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება წელს 26-მა მოქალაქემ მიიღო“. interpressnews.ge. 30 სექტემბერი, 2023. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)