ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი
Leopold von Sacher-Masoch, portrait 3.jpg
დაბადების თარიღი 27 იანვარი, 1836
დაბადების ადგილი ლვოვი[1]
გარდაცვალების თარიღი 9 მარტი, 1895
გარდაცვალების ადგილი ლინდჰაიმი
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი, უნივერსიტეტის პროფესორი და ისტორიკოსი
ენა გერმანული ენა[2]
მოქალაქეობა Flag of Austria.svg ავსტრია
ალმა-მატერი გრაცის უნივერსიტეტი
Magnum opus ვენერა ქურქში
ჯილდოები საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი (გერმ. Leopold Ritter von Sacher-Masoch; დ. 27 იანვარი, 1836 — გ. 9 მარტი, 1895) — ავსტრიელი მწერალი და ჟურნალისტი. მისი სახელიდან მომდინარეობს ტერმინი მაზოხიზმი. ავტორია ნაწარმოებისა „ვენერა ქურქში“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრაცის უნივერსიტეტში სწავლობდა სამართალს, ისტორიასა და მათემატიკას. ამავდროულად იყო ავტორი და მთხრობელი რეალისტური რომანებისა, სადაც აღწერილია გალისიური და ებრაული საზოგადოებები („მადიარების ბოლო მეფე“, 1867; „გალიური მოთხრობები“, 1876; „პოლონელი ებრაელების ამბები“, 1886).

ზახერ-მაზოხს სახელი ეროტიკულმა რომანებმა მოუხვეჭა („ვენერა ქურქში“, 1870; „ვენის მესალინები“, 1874; „ყალბი ყარყუმი“, 1873-1879; „სასტიკი ქალები“, 1907 გარდაცვალების შემდეგ), რომლებშიც აღწერილია პარაფილია, რომელიც მისთვის იყო დამახასიათებელი და რომელსაც მოგვიანებით, ფსიქიატრმა და ნევროლოგმა რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგმა მაზოხიზმი უწოდა. მისმა მეუღლემ 1895 წელს ის მანჰაიმის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსა, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა. ზოგი მეცნიერის აზრით, ლეოპოლდი 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა იმავე კლინიკაში.[3]

მისი პირადი ცხოვრება ცნობილი გახდა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც აურორა ფონ რუმელინმა (რომელზედაც იგი 1873 წელს დაქორწინდა და რომელიც მისი მეუღლე დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იყო) 1905 წელს გამოაქვეყნა მისი მოგონებები ვანდა ფონ ზახერ-მაზოხის ფსევდონიმით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]