ლეოპოლდ კობერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეოპოლდ კობერი
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1883(1883-09-21)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი პფაფშტეტენი
გარდ. თარიღი 6 სექტემბერი, 1970(1970-09-06)[1] [2] [3] (86 წლის)
გარდ. ადგილი ჰალშტატი
მოქალაქეობა  ავსტრია
საქმიანობა გეოლოგი და პროფესორი
მუშაობის ადგილი ვენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვენის უნივერსიტეტი

ლეოპოლდ კობერი (გერმ. Leopold Kober; დ. 21 სექტემბერი, 1883, პფაფშტეტენი — გ. 6 სექტემბერი, 1970, ჰალშტატი) — ავსტრიელი გეოლოგი. ვენის უნივერსიტეტის პროფესორი (1920 წლიდან). აქვს მნიშვნელოვანი შრომები ალპების, ევროპისა და მთლიანად დედამიწის ტექტონიკური აგერბულების შესახებ. ცნობილია როგორც კონტრაქციის ჰიპოთეზის მიმდევარი. კობერმა დაამუშავა ნაოჭა სისტემების აგებულების ერთიანი სქემა, შემოიტანა ტექტონიკაში ოროგენისა და კრატონის ცნებები, განავითარა აზრი ალპების შარიაჟული აგებულების შესახებ, რაც ბოლო ხანს სხვა ნაოჭა მთების მაგალითზეც დადასტურდა.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Der Bail der Erde, 2 Aufl., В., 1928: Die Gestaltungsgeschichte der Erde, B.. 1925;
  • Das alpine Europa. Ein geologisches Gestaltungsbild, B., 1931; Tektonische Geologie, B., 1942.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 566.
  • Prof. Dr. Leopold Kober zum 80. Geburtstag gewidmet, "Mitteilungen der Gesellschaft der Geologie- und Bergbaustudien in Wien". 1962, Bd 13.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]