ლეოპოლდ ინფელდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეოპოლდ ინფელდი
Leopold Infeld 1960.jpg
დაბ. თარიღი 20 აგვისტო 1898(1898-08-20)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი კრაკოვი[7]
გარდ. თარიღი 15 იანვარი 1968(1968-01-15)[7] [3] [4] [5] [6] (69 წლის)
გარდ. ადგილი ვარშავა[7]
დასაფლავებულია პოვონზკის სამხედრო სასაფლაო
მოქალაქეობა პოლონეთი
სამეცნიერო სფერო ფიზიკა
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი, ტორონტოს უნივერსიტეტი, კემბრიჯის უნივერსიტეტი და ვარშავის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი იაგელონის უნივერსიტეტი
ჯილდოები ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია

ლეოპოლდ ინფელდი (პოლ. Leopold Infeld; დ. 20 აგვისტო, 1898, კრაკოვი, პოლონეთი — გ. 15 იანვარი, 1968, ვარშავა) — პოლონელი ფიზიკოს-თეორიტიკოსი. სამეცნიერო სამუშაოს ეწეოდა პოლონეთსა და კანადაში. პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1952).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეოპოლდ ინფელდი დაიბადა 1898 წლის 20 აგვისტოს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში. იგი დაიბადა ებრაულ ოჯახში, მამა - სოლომონ ინფელდი, დედა კი - ერნესტინა კაანი. კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტში მიიღო განათლება და შეისწავლა ფიზიკის მეცნიერება. იგი ცნობილი მასწავლებლის ნატანსონის მოწაფე იყო. 1921 წელს დაიცვა სსადოქტორო დისერტაცია, რომლის დაცვის შემდეგ საშუალო სკოლაში დაიწყო მუშაობა, ხოლო 1930 წელს ლვოვის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად გადავიდა. როკფელერის სტიპენდიის მიღების შემდეგ გაემგზავრა ინგლისში. 1933-1935 წლებში მუშაობდა კემბრიჯის უნივერსიტეტში. შემდეგი სამი წელი კი პრინსტონის უნივერსიტეტში, სადაც თანამშრომლობდა ალბერტ აინშტაინთან. 1939 წელს კანადაში გადასახლდა. და მუშაობა დაიწყო ტორონტოს უნივერსიტეტის პროფესორად. 1950 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ვარშავის უნივერსიტეტში თეორიული ფიზიკის კათედრას ჩაუდგა სათავეში. 1962 წელს ორგანიზება გაუწია საერთაშორისო კონფერენციას გრავიტაციის საკითხებში.

მისი ძირითადი შრომები თეორიული ფიზიკის დარგშია. არის რამდენიმე ნაშრომის, მათ შროის სამი წიგნის, ავტორი.

1939 წელს დაქორწინდა ჰელენ შლაუხზე, ამერიკელ მათემატიკოსზე[8].

ლეოპოლდ ინფელდის შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეოპოლდ ინფელდის ძირითადი შრომები ეხებოდა ფარდობითობის თეორიასა და ელექტრონული ტალღის განტოლებას. პროფესორი ინფელდისა და მისი თანამშრომლების გამოკვლევების წყალობით ვარშავის ცენტრი სწრაფად ვითარდებოდა და ამჟამად ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფარდობითობის თეორიაში. პროფესორი ინფელდი იყო პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიისა და საზღვარგარეთის სხვა მარავალი მეცნიერული საზოგადოების წევრი. მისი მეცნიერული მემკვიდრეობა ითვლის 100-ზე მეტ გამოქვეყნებულ ნაშრომს.

ინფელდმა ნილს ბორთან ერთად მოგვცა არაწრფივ ელექტროდინამიკაში განუზღვრელობის თანაფარდობის განმარტება. ლეოპოლდ ინფელდის მთავარი მიღწევები ეხება ფარდობითობის თეორიას. ყველაზე დიდი ნაშრომი შესრულებულია აინშტაინთან ერთად, რის შედეგადაც გამოიყვანა ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან ორმაგი ვარსკვლავების მოძრაობის განტოლებები, ეს განტოლებები უფრო ზუსტია, ვიდრე ნიუტონისეული.

ლეოპოლდ ინფელდი ცნობილ მათემატიკოსის ევარისტე გალიაზე პოპულარული მოთხრობის „ღმერთების რჩეულის“ ავტორია. ლეოპოლდ ინფელდის აზრით, არაფერია მსოფლიოში ისეთი აუხსნელი რასაც ადამიანის გონება ვერ ახსნის.

ბორნ-ინფელდის მოდელი ეწოდა მაქს ბორნისა და ლეოპოლდ ინფელდის სახელების მიხედვით, რომლებმაც იგი პირველად შემოგვთავაზეს. ინფელდი იყო რასელ-აინშტაინის მანიფესტის 11 ხელმომწერიდან ერთ-ერთი და ერთადერთი ხელმომწერი, რომელსაც არასოდეს არ მიუღია ნობელის პრემია.

ლეოპოლდ ინფელდი გარდაიცვალა 1968 წლის 15 იანვარს 69 წლის ასაკში, ვარშავაში.

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რ. სობესიაკი, დიდი ფიზიკოსები, თბ., 1978, გვ., 127-128
  • Trautman, Andrzej (1970–80). "Infeld, Leopold". Dictionary of Scientific Biography. 7. New York: Charles Scribner's Sons. pp. 10–11. ISBN 978-0-684-10114-9.
  • Храмов Ю. А. Инфельд (Infeld) Леопольд // Физики: Биографический справочник / Под ред. А. И. Ахиезера. — Изд. 2-е, испр. и дополн. — М.: Наука, 1983. — С. 119. — 400 с. — 200 000 экз. (в пер.)
  • Białynicki-Birula l. Leopold Infeld, «Nauka polska», 1968, t. 16, 3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118708872 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 MacTutor History of Mathematics archive
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 filmportal.de — 2005.
  6. 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  7. 7.0 7.1 7.2 Инфельд Леопольд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  8. Green, Judy; LaDuke, Jeanne (2008) Pioneering Women in American Mathematics — The Pre-1940 PhD's, 1st, History of Mathematics, American Mathematical Society, The London Mathematical Society. ISBN 978-0-8218-4376-5.  Helen Schlauch biography on p.309-312 of the Supplementary Material at AMS