ლეონ გურეკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონ გურეკიანი
Leon gurekian.jpg

დაიბადა26 აპრილი, 1871
კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა2 სექტემბერი, 1950 (79 წლის)
ასოლო, იტალია
ეროვნებასომეხი
საქმიანობა არქიტექტორი

ლეონ გურეკიანი (სომხ. Լեւոն Կիւրեղեան, იტალ. Leonardo Giorgiano; დ. 26 აპრილი, 1871 — გ. 2 სექტემბერი, 1950) — ოსმალელი სომეხი არქიტექტორი, მწერალი და პოლიტიკური აქტივისტი. ის მოღვაწეობდა ოსმალეთის იმპერიაში, ბულგარეთსა და იტალიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონ გურეკიანი, იოჰანეს გურეკიანისა და პრაპიონ იერემიანის ვაჟი, დაიბადა კონსტანტინოპოლში 1871 წლის 26 აპრილს. მისი სომეხი ოჯახი წარმოიშვა და ცხოვრობდა ტრაპიზონში და მუშაობდა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის შორის გამართულ ბიზნეს საქმიანობებში, განსაკუთრებით მარსელში .

იგი პირველად სწავლობდა ტრაპიზონდში, შემდეგ სწავლა დაასრულა ვენეციის მხითარისტების სომხურ კოლეჯში, 1888 წელს. ვენეციაში სწავლის დასრულების შემდეგ, ის გაემგზავრა რომში, სადაც 1895 წელს დაამთავრა "Regio Istituto di Belle Arti di Roma" არქიტექტურის დიპლომით.

იგი დაქორწინდა მარიამიკ აზარიანზე 1901 წელს, კონსტანტინოპოლში. მათი ერთადერთი ვაჟი ოჰანეს გურეკიანი დაიბადა 1902 წელს, რომელიც ასევე იყო არქიტექტორი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბულგარეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1896 წელს კონსტანტინოპოლში დაბრუნებიდან მალევე, მან მოახერხა სულთან აბდულ ჰამიდ II- ის სომეხთა პოგრომებიდან [1]თავის დაღწევა, ბულგარეთში გამგზავრებით. მას შემდეგ რაც ბულგარეთის მთავრობისგან მიიღო არქიტექტორის ხარისხი, მან დააპროექტა სხვადასხვა შენობები. გურეკიანმა გაიმარჯვა კონკურსში, ვარნის მუნიციპალური პროფესიული თეატრის დიზაინის შექმნით, რომელიც შემდგომში ბულგარელმა არქიტექტორმა ნიკოლა ლაზაროვმა მხოლოდ მცირედი ცვლილებებით ააგო.

კონსტანტინოპოლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გულკანიანი კონსტანტინოპოლში 1899 წელს დაბრუნდა, მან აქ შექმნა ქალაქის რამდენიმე შენობის დიზაიანი. მას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ბალიანის ოჯახთან. ამ პერიოდში, გულკიანი პოლიტიკაში აქტიურად ერთვებოდა და ფსევდონიმით აქვეყნებდა სტატიებს სომხურ გაზეთებში.

იტალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1907 წლის 7 სექტემბერს ის მოულოდნელად საცხოვრებლად გადავიდა რომში. 1895 წელს მან დაიწყო არქიტექტურის შესწავლა, ხოლო 1908 წელს აიღო არქიტექტურის დიზაინის პროფესორის დიპლომი.

1911 წელს, ტურინის საერთაშორისო გამოფენისთვის, მან დააპროექტა და ააგო ოსმალეთის პავილიონი. ეს ერთადერთი ნამუშევარია, რომელიც არქიტექტორმა იტალიაში ააგო, მან ასევე ააგო მისი მეგობრის დაკრძალვის სამლოცველო, ტრიესტში, და მისი სახლი - ვილა არარატი - ასოლოში, ტრევიზოში. 1911 წლის სექტემბერში, რომში, საერთაშორისო არქიტექტორთა კონგრესში, დაინიშნა ოსმალეთის მთავრობის წარმომადგენლად.

1911 წლიდან მან დროის უმეტესი ნაწილი გაატარა ასოლოში, რომელიც ასევე არის ვენეციის სომხური კოლეჯის საზაფხულო რეზიდენცია. რამდენიმე წლის განმავლობაში, 1921 წლიდან მოყოლებული, ის ცხოვრობდა ბელუნოს პროვინციაში, ფრასენიში.

1912 წელს რავენაში, აკვილეაში, ისტრიაში, დალმაციაში და განსაკუთრებით ბრაიანზაში, მან დაიწყო ხანგრძლივი პროექტი ბიზანტიური და რომანული არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლების შესასწავლად, მისი მთავარი მიზანი იყო, რომ შეესწავლა სომხური არქიტექტურის გავლენა რომანულ არქიტექტურაზე.

1914-1918 წლებში პირველმა მსოფლიო ომის გამო, იძულებული გახდა, რომ ასოლოში დარჩენილიყო, სადაც იგი ფოტოგრაფად მუშაობდა. 1919 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც გამოაქვეყნა პირველი მსოფლიო ომის პოლიტიკური ანალიზი. [2]

1922 წელს, მან გააცნობიერა, რომ ვერსალის ხელშეკრულების ჩავარდნის გამო დამოუკიდებელ სომხურ რესპუბლიკაში დაბრუნება შეუძლებელი იქნებოდა. მან გადაწყვიტა, რომ დასახლებულიყო ასოლოში და დააპროექტებინა და აეშენებინა იქ თავისი სახლი. ამის შემდეგ მან შეწყვიტა არქიტექტურული მოღვაწეობა, გამოაქვეყნა მთელი რიგი პოლიტიკური და ფილოლოგიური კვლევები, ძირითადად სომხურ ენაზე. " ყარსსა და არდაჰანში " [3] მან საკითხები წამოაყენა იმ პროვინციების დაბრუნებაზე, რომლებიც გადაეცა თურქეთს ალექსანდროპოლის ზავით.

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს საბჭოთა სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია მივიდა ასოლოში გურეკიანთან, რათა ეკითხათ მისთვის, ჰქონდა თუ არა სურვილი სომხეთში დაბრუნებულიყო. უკვე ავადმყოფმა გურეკიანმა, უარი თქვა.

იგი გარდაიცვალა ასოლოში 1950 წლის 2 სექტემბერს და დაკრძალეს ოჯახის საფლავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Unione degli Studenti Armeni d'Italia, Indipendenza Armena, celebrata in Asolo, 20 agosto 1920, Tipografia del Seminario, Padova 1921
  • Armen Gurekian, Léon Gurekian architetto, Asolo 2010
  • Agop Manoukian, Presenza Armena in Italia, 1915-2000, Guerrini e Associati, Milano 2014
  • Prando Prandi, La mia Asolo, Duck Edizioni, Castelfranco Veneto 2014, ISBN 9788889562260

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hamidian massacres
  2. Léon Gurekian, Le Résponsable, Allégorie historique dans le Régne Animal, Paris 1919, Jouve & Cie Editeurs
  3. Léon Gurekian, Կարս եւ Արտահան (Kars e Ardahan), Venezia 1949, Tipografia di S. Lazzaro degli Armeni