ლეონ გიმპელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლეონ გიმპელი (ფრანგ. Léon Gimpel; დ. 13 მაისი, 1878 — გ. 7 ოქტომბერი, 1948)[1] — ფრანგი ფოტოგრაფი, ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც ფერად ფოტოგადაღებაზე და ბეჭდვაზე მუშაობდა.

პარიზში დაბადებული გიმპელი მისი ოჯახის კომპანიის ფაბრიკაში მუშაობდა, რომელსაც მისი უფროსი ძმა იუჟინი ხელმძღვანელობდა. მისი ინტერესი ფოტოგრაფიისადმი გაღვივდა, როდესაც პირველი კოდაკის დეტექტივის ფოტოკამერა შეიძინა. მან მალევე გაცვალა იგი სპიდო გომონზე, რამაც მას უფრო მეტი შემოქმედებითი თავისუფლება მისცა. 1900 წლისთვის ის უკვე ძალიან ნაყოფიერად მუშაობდა და ამ წელს გამართული პარიზის მსოფლიო ექსპოზიციის დოკუმენტურ მასალას აგროვებდა. 1904 წელს მისი ნამუშევრები რეგულარულად გამოიცემოდა ჟურნალებში „La Vie au Grand Air“, „La Vie Illustrée“ და „L'Illustration“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Leon Gimpel. luminous-lint.com. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-02-12. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03.