ლეონ ალავერდიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალავერდიანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლეონ ალავერდიანი
დაბადების თარიღი 19 მარტი, 1887
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 1963 (75 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1951)

ლეონ ალავერდიანი (სომხ. Լևոն Ալավերդյան; დ. 19 მარტი, 1887, თბილისი — გ. 11 იანვარი, 1963, იქვე) — სომეხი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1951).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონ ალავერდიანმა სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან თბილისში ავლაბრის თეატრსა და ავჭალის აუდიტორიაში. 1909 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სომხური დრამატული საზოგადოების დასში. 1924–1934 წლებში იყო ბაქოს სახელმწიფო თეატრის, 1932–1963 წლებში კი თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბარხუდარი (შირვანზადეს „ნამუსი“), ზიმზიმოვი, ბრილიანტოვი (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „კიდევ ერთი მსხვერპლი“), დუდუკინი (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), მირზა (ილო მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ონისე (მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“), სულეიმანი, ანანია (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]