ლეონტიევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონტიევის სახლი
Дом Леонтьевых
Fyodor Shubert house.jpg
კოორდინატები 59°56′25″N 30°17′30″E / 59.940278° ჩ. გ. 30.291667° ა. გ. / 59.940278; 30.291667
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1722 - 1741 წლებით
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810124000

ლეონტიევის (შუბერტის) სახლი (რუს. Дом Леонтьевых) — სამსართულიანი ქვის ნაგებობა შვიდი ფანჯრით. სახლი აშენდა 1722-1741 წლებში. 1807-1809 წლებში მოხდა ფასადის გადაკეთება, ამ პერიოდში აშენდა ძირითადი კიბეებიც. სახლის წინა ნომრები იყო მესამე სართულზე. ნიკოლოზ მიხეილის ძე ლეონტიევის გარდაცვალების შემდგომ მისმა დებმა, 1775 წელს სახლი გაყიდეს. სახლის ახალი მფლობელი გახდა „ფრანგული პურის ცხობის ოსტატი“ იოჰან ქრისტეფორეს ძე შაფუ. სახლს აშენებიდან მეპატრონე რამდენჯერმე შეეცვალა 1829 წლამდე. 1829 წლის დეკემბერში კი ცნობილმა გენერალ-მაიორმა თეოდორე შუბერტმა, სამხედრო ტოპოგრაფიული დეპოსის უფროსმა, მაიორ ბასვასგან მისი მეუღლის სახელით შეისყიდა ლეონტიევის სახლი. სწორედ ამ პერიოდიდან, 1829 წლიდან სახლმა განიცადა ერთგვარი რესტრუქტურიზაცია, შეიცვალა სახლის ფასადი და გარეგნობა, ოთახების განლაგება. ამ პერიოდში, ვარაუდობენ, რომ სახლის რეკონსტრუქციაზე იმუშავა არქიტექტორმა ა. ბრალელოვმა. 1876 წელს ამ სახლში ცხოვრობდნენ ს. ვ. კოვალილევსკაია და მისი მეუღლე. 1892 წელს, გარკვეული პერიოდით სახლი სოფია კოვალილევსკაიას ძმამ, ფედორ ვასილის ძე კოვინ-კრუკოვსკმა შეიძინა. 1915 წელს კი სახლს ახალი მფლობელები გამოუჩნდნენ, კერძოდ კი სერგეი ნიკოლოზის ძე ბელორუკოვი და ნიკოლაი პავლეს ძე კოზლოვი. 1930-იანი წლებიდან 1970 წლამდე აღნიშნულ სახლს სამჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია შეიცვალა იატაკი, ფასადები, დეკორები. გაიწმინდა სახლის ფასადი და ქანდაკებები. 1970 წელს საბოლოოდ ჩაუტარდა კაპიტალური რესტავრაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]