შინაარსზე გადასვლა

ლეონორა დე ალმეიდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონორა დე ალმეიდა
დაიბადა 31 ოქტომბერი, 1750(1750-10-31)[1] [2] [3] [4]
დაბადების ადგილი ლისაბონი
გარდაიცვალა 11 ოქტომბერი, 1839(1839-10-11)[1] [2] [3] (88 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლისაბონი

ლეონორა დე ალმეიდა პორტუგალია, ალორნის მე-4 მარკიზა, ასუმარის მე-8 გრაფინია (პორტ. Leonor de Almeida Portugal, დ. 31 ოქტომბერი, 1750, ლისაბონი — გ. 11 ოქტომბერი, 1839, ლისაბონი) — პორტუგალიელი არისტოკრატი, მხატვარი და პოეტესა XVIII საუკუნის ბოლო მეოთხედისა და XIX საუკუნის დასაწყისის.

იგი ცნობილია ფსევდონიმით Alcipe, რომელიც მან მონაზვნებისგან მიიღო, როდესაც შელაშის მონასტერში ტყვეობაში იმყოფებოდა. როგორც მხატვარი და პოეტი, იგი კლასიციზმის მიმდევარი იყო. მიუხედავად ამისა, იგი პორტუგალიური რომანტიზმის წინამორბედად ითვლება.

დაიბადა 1750 წლის 31 ოქტომბერს, ტავორას ოჯახის ერთ-ერთ განშტოებაში, რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სახელგანთქმული არისტოკრატიული ოჯახი იყო პორტუგალიაში.

ლეონორას ბავშვობა დაემთხვა მისი ოჯახის კონფლიქტს მარკიზ სებასტიან ჟოზე დე პომბალთან, რაც ტავორას ოჯახის სასარგებლოდ არ დასრულებულა. მის გვარს ბრალად წაუყენეს მეფე ჟუზე I-ის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რამაც მძიმე შედეგები მოიტანა.

სამეფოს ღალატის ბრალდებით, რვა წლის ასაკში, დედასთან და დედის მშობლებთან ერთად, იგი სან-ფელიქსის მონასტერში გაამწესეს, სადაც 1777 წლამდე იმყოფებოდა. ამ დროს, მისი მამა და ძმა, ტორე დე ბელენის ციხეში ჩასვეს. ლეონორამ ცხოვრების 19 წელი, 8-დან 27 წლამდე, ქალთა მონასტერში პატიმრობაში გაატარა, სადაც ლექსების წერა დაიწყო. სწორედ ეს გახდა მისი პოეტური კარიერის დასაწყისი, რამაც ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატორად აქცია.

მონასტერში ყოფნის პერიოდში მან შეისწავლა ჟან-ჟაკ რუსოს, ვოლტერის, მონტესკიეს, პიერ ბეილის და დიდროს „ენციკლოპედიის“ ნაშრომები. ეს ადგილი პორტუგალიის ლიტერატურული წრისა და გამოჩენილი მხატვრების თავშესაფარიც იყო, რომლებიც ტრადიციულად მონასტრის კედლებში პოულობდნენ სულიერ და ინტელექტუალურ თავისუფლებას. გარდა ამისა, მან მიიღო კარგი განათლება. მისი ლიტერატურის, პოეზიისა და ლათინური ენის მასწავლებელი იყო პადრე ფ. დუ ნაშიმენტუ, რომელიც პოეტური ფსევდონიმით „ფილინტუ ელიზიუ“ იყო ცნობილი.

27 წლის ასაკში იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან პორტუგალიის ახალი დედოფლის, მარია I-ის პოლიტიკის ცვლილების შედეგად. 1779 წლის 15 თებერვალს იგი ცოლად გაჰყვა გრაფ კარლოს პედრო ოენჰაუზენ-გროვენბურგს, რომელიც არისტოკრატი, სამხედრო პირი, საღვთო რომის იმპერიის ქვეშევრდომი და ახლახან დასრულებული შვიდწლიანი ომის მონაწილე იყო.

1779 წელს მეუღლესთან ერთად გადადის პორტუში, სადაც პირველი შვილი შეეძინა. 1780 წელს პორტუგალიის დედოფლის გადაწყვეტილებით, ლეონორას მეუღლე, კარლოს პედრო, ვენის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლად დაინიშნა და ოჯახთან ერთად გაემგზავრა. ვენაში ლეონორას ორი შვილი შეეძინა, 1782 და 1784 წლებში. ამავე დროს, ვენაში მან კავშირი დაამყარა უმაღლეს საზოგადოებასთან. მის ახალ მეგობრებს შორის იყვნენ: ჟერმენ დე სტალი, ჟაკ ნეკერი, მარია ტერეზია, იმპერატორი იოზეფ II. ერთხელ მას პაპი პიუს VI-თან პირადი აუდიენციაც კი ჰქონდა. ავსტრიაში მან დახატა ტილობი, რომლებიც მშობლიურ პორტუგალიაში გაგზავნა.[3].

1785 წელს მისმა მეუღლემ სამეფო ქვეითთა გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო და სამშობლოში დაბრუნდა. ლეონორა პორტუგალიის მეფე ჟუან VI-ის ესპანელი მეუღლის, კარლოტა ხოაკინას ფრეილინა გახდა. საზოგადოებაში გავლენის მოპოვების შემდეგ მან პორტუგალიაში ყველაზე პოპულარული ლიტერატურული სალონი გახსნა. 1790 წელს გრაფი კარლოს პედრო ალგარვეს სამეფოს გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა, და ოჯახი ფარუში გადავიდა. 1793 წელს კარლოს პედრო 54 წლის ასაკში გარდაიცვალა, და ლეონორა ექვსი შვილთან ერთად ქალაქ ალმეირინში, საგვარეულო მამულში გადავიდა, სადაც სრულიად თავი შვილების აღზრდას მიუძღვნა.

მისი მეუღლის, როგორც დიპლომატის მუშაობა პორტუგალიის დედოფალ მარია I-ის კარზე, ნიშნავდა ხშირ მოგზაურობას ევროპაში, რამაც ლეონორას საშუალება მისცა გაეცნო მრავალი ბრძენი ადამიანი თანამედროვე სამყაროდან და გაევრცელებინა თავისი ლიტერატურული და სახვითი ხელოვნების გავლენა მთელ კონტინენტზე.[5]

1800 წელს ლეონორამ თავისი ქალიშვილის, ჟულიანა მარია ლუიზა კაროლინა სოფია დ’ოიენგაუზენის, რომელსაც ისტორიაში იულია სტროგანოვას სახელით შევიდა, ქორწილი გამართა. 1801 წელს ლეონორა ლონდონში გადავიდა, სადაც 1809 წლამდე ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც მისი ძმა პორტუგალიური ლეგიონის მეთაურად დაინიშნა, იგი სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ უმაღლეს საზოგადოებაში მოხვდა.

ნაპოლეონის ომების შემდეგ მან მშვიდი ცხოვრებ იცხოვრა თავის ვილაზე. იგი გარდაიცვალა 1839 წლის 11 ოქტომბერს თავისი ქალიშვილის სასახლეში, სადაც ხანდაზმულობისას ცხოვრობდა.

ლიტერატურული ნაშრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Poemas de Chelas; Лиссабон, 1772.
  • Elegia à Morte de S. A. R. o Principe do Brazil O sr. D. José;Лиссабон, 1788.
  • De Buonaparte e dos Bourbons; e da Necessidade de nos Unirmos aos nossos Legitimos Principes, para a Felicidade da França e da Europa; Лондон, 1814[6].
  • Obras poeticas; Лиссабон, 1844[7].
  • Estudo Biographico- Critico, a Respeito da Litteratura Portugueza; Мадрид, 1869[7].
  1. 1 2 FemBio database
  2. 1 2 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  3. 1 2 Národní autority České republiky
  4. Artists of the World Online, Allgemeines Künstlerlexikon Online, AKL Online / Hrsg.: A. Beyer, B. SavoyB: K. G. Saur Verlag, Verlag Walter de Gruyter, 2009. — ISSN 2750-6088doi:10.1515/AKL
  5. D. Leonor de Almeida Lorena, 4.ª marquesa de Alorna - Portugal, Dicionário Histórico. www.arqnet.pt. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-28. ციტირების თარიღი: 2018-03-26.
  6. Translation into Portuguese from the original by François-René de Chateaubriand.
  7. 1 2 Published posthumously.