ლეონიდ ჩერნოვეცკი
| ლეონიდ ჩერნოვეცკი Леонід Черновецький | |
ჩერნოვეცკი 2006 წელს | |
| კიევის მერი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 14 აპრილი, 2006 – 3 ივნისი, 2012 | |
| დაბადებული | 25 ნოემბერი, 1951 ხარკივი, უკრაინის სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | უკრაინელი |
| პოლიტიკური პარტია | უკრაინის ქრისტიანულ-ლიბერალური პარტია |
| მეუღლე | ალინა აივაზოვა (დაშორებული) ელენა სავჩუკი |
| შვილები | 3 |
| ხელმოწერა | |
ლეონიდ ჩერნოვეცკი (დ. 25 ნოემბერი, 1951, ხარკივი) — უკრაინელი ბიზნესმენი და ქველმოქმედი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მერვე კლასში სკოლიდან გარიცხეს. 14 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და ხარკივის საავიაციო ქარხანაში ზეინკალ-ამწყობად დაიწყო მუშაობა. ერთი წლის მანძილზე მუშაობდა ქარხანაში, ხოლო შემდეგ ისევ სკოლაში დაბრუნდა. 1997 წლის 4 ოქტომბერს მიენიჭა უკრაინის დამსახურებული იურისტის წოდება – „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის.“ 1998 წელს შექმნა საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“. იყო კიევის მერი 2006-2012 წლებში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში სადაც მიიღო 129 066 ხმა (0,45%). 2006 წელს გახდა კიევის მერი. 2008 წელს მერის რიგგარაშე არჩევნებში 431 500 ხმა (37,72%) მიიღო. 2012 წელს თანამდებობიდან გადადგა.
კიევის მერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, დასახლდა ქობულეთში, საქართველოში. აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლეონიდ ჩერნოვეცკის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-03-03 საიტზე Wayback Machine.