ლეონიდ კუბელი
|
| |
| დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1891 |
|---|---|
| დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია |
| გარდაცვალების თარიღი | 18 აპრილი, 1942 (50 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ლენინგრადი, სსრკ |
| წოდება | სსრკ სპორტის ოსტატი (1934) |
| ჯილდოები და პრემიები | Master of Sport of USSR in Chess Composition |
ლეონიდ კუბელი (რუს. Леонид Иванович Куббель; დ. 25 დეკემბერი, 1891, სანქტ-პეტერბურგი — გ. 18 აპრილი, 1942, ლენინგრადი) — მსოფლიო საჭადრაკო კომპოზიციის აღიარებული კლასიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეონიდ კუბელი დაიბადა სანქტ-პეტერბურგში. ჭადრაკით ბავშვობიდანვე დაინტერესდა. მის ძმებთან, არვიდთან და ევგენისთან ერთად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული საჭადრაკო ცხოვრებაში. პროფესიით ინჟინერ-ქიმიკოსი, კუბელი მთელ თავისუფალ დროს ჭადრაკის კომპოზიციას უთმობდა. კუბელი გარდაიცვალა 1942 წელს, ლენინგრადის ბლოკადის დროს.
შემოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1903 წლიდან მან შეადგინა 2800-ზე მეტი ამოცანა და 500-მდე ეტიუდი. მისი ნამუშევრები გამოირჩევა სილამაზით, ეკონომიურობითა და ფაქიზი კონსტრუქციით. კუბელის შემოქმედებას დრომ ვერაფერი დააკლო — მისი ეტიუდები დღემდე რჩება სახელმძღვანელო ნიმუშებად მოჭადრაკეებისთვის. კუბელი არა მხოლოდ პრაქტიკოსი, არამედ თეორიტიკოსიც იყო. მის თეორიულ სტატიებში გაშუქებულია კომპოზიციის განვითარებისთვის საჭირო მრავალი აქტუალური საკითხი. მან დიდი გავლენა მოახდინა საეტიუდო ხელოვნების ჩამოყალიბებაზე და შემოიტანა ახალი იდეები ფიგურათა ურთიერთქმედების შესახებ. საერთაშორისო კონკურსებში კუბელმა 500-ზე მეტი საპრიზო ადგილი მოიპოვა, მათ შორის 120-ზე მეტი პირველი პრიზი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გურგენიძე დ., ვისწავლოთ ენდშპილი, I ნაწილი, 2004, გვ. 76.
- Куббель Л. И. «250 избранных этюдов» (1938).