ლეონიდ კანტერი
ლეონიდ კანტერი | |
---|---|
![]() ლეონიდ კანტერი ტორონტოში 2018 წელს. | |
დაბადების თარიღი |
27 ივლისი, 1981 კიევი, უკრაინა |
გარდაცვალების თარიღი |
4 ივნისი, 2018 (36 წლის) ობიროკი, უკრაინა |
გარდაცვალების მიზეზი | სუიციდი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | კინორეჟისორი, დოკუმენტალისტი |
ლეონიდ კანტერი ( უკრ. Леонід Віленовіч Кантер ; დ. 27 ივლისი, 1981, კიევი, უკრაინის სსრ, სსრკ – გ. 4 ივნისი, 2018, ობირკი, ჩერნიგოვის ოლქი, უკრაინა) — უკრაინელი კინორეჟიისორი-დოკუმენტალისტი, პროდიუსერი, ტელეჟურნალისტი და მწერალი. ავტორია რამდენიმე დოკუმენტური ფილმისა აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ, მათ შორის დოკუმენტური ფილმ „ მითის“ თანაავტორი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეონიდ კანტერი დაიბადა 1981 წლის 27 ივლისს კიევში. იქ გაატარა ბავშვობა და ახალგაზრდობა. 1998 წელს დაამთავრა კიევის №145 საბუნებისმეტყველო ლიცეუმი. 2002 წელს დაამთავრა ი. კარპენკო-კარის სახელობის კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტი. 1999 წლიდან მუშაობდა უკრაინულ ტელევიზიაში.[2]
2003 წელს მან დააარსა თავისი პირველი კინოსტუდია LizardFilms, სადაც გადაიღეს 50-ზე მეტი მოკლემეტრაჟიანი და რამდენიმე სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
2004-2006 წლებში ასწავლიდა ი. კარპენკო-კარის სახელობის კიევის თეატრის, კინოსა და ტელევიზიის ეროვნული უნივერსიტეტში.
2007 წელს დააარსა მხატვართა საზოგადოება „ობირკის ხუტორი“.
2010-იან წლებში იგი მხარს უჭერდა ობიროკის რეგიონში ნაკრძალის შექმნას, მაგრამ უშედეგოდ.
აქტიურად უჭერდა მხარს ევრომაიდანს . 2014 წლის მარტში იგი ეწვია ყირიმს, რომელიც რუსეთის მიერ იყო ანექსირებული.[3]
ლეონიდ კანტერი იპოვეს გარდაცვლილი 2018 წლის 4 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე, უკრაინაში, ჩერნიჰოვის ოლქში, ობირკში. მას თავის არეში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. წინასწარი ინფორმაციით, ლეონიდმა თავი მოიკლა . მან დატოვა თვითმკვლელობის ჩანაწერი, რომლის შინაარსი არ გახმაურებულა.[4]
ლეონიდ კანტერი იყო განქორწინებული. მას სამი შვილი ჰყავდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Leonid Kanter | DOKweb". dokweb.net. Retrieved 2025-04-20.
- ↑ Romanyshyn, Yuliana (2018-06-05). "Filmmaker Leonid Kanter commits suicide". Kyiv Post. Archived from the original on 2024-05-14. Retrieved 2025-04-20.
- ↑ Kateryna, Minkina (2024-08-19). The history of Ukrainian documentary cinema.Home page Ukraїner. Archived from the original on 2025-04-20. Retrieved 2025-04-20.
- ↑ "Famous Ukrainian producer committed suicide". Journalist.today. 2018-06-05. Archived from the original on 2025-04-20. Retrieved 2025-04-20.