ლეონიდე თალაკვაძე
იერსახე
ლეონიდე ბესარიონის ძე თალაკვაძე (დ. 21 იანვარი, 1916, თბილისი, — გ. 14 დეკემბერი, 1999, იქვე) — ქართველი სამხედრო ინჟინერი, სამოქალაქო ავიაციის მუშაკი.
დაამთავრა მოსკოვის სამხედრო-საავიაციო უმაღლესი სკოლა 1940 წელს და შემდეგ იქვე მუშაობდა პედაგოგად. ამავე დროს ასრულებდა საბრძოლო გაფრენებს. 1946 წლიდან მოღვაწეობა სამოქალაქო ავიაციაში. დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო აკადემიასთან არსებული კურსები (1964). 1970 წლიდან იყო მფრინავი-ინსტრუქტორი. ავიაციაში ხანგრძლივი უავარიო საფრენოსნო მუშაობისა და საფრენოსნო კადრების მომზადებისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მფრინავის წოდება (1975).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 452.