ლეონარდ ჩეშირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლეონარდ ჩეშირი
?—?

ავიაციის პოლკოვნიკი ჯეფრი ლეონარდ ჩეშირი, ბარონი ჩეშირი (ინგლ. Leonard Cheshire, დ. 7 სექტემბერი 1917 – გ. 31 ივლისი 1992) — მრავალი ორდენის და ჯილდოს მფლობელი მეორე მსოფლიო ომის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტი და ქველმოქმედი.

მიღებულ ჯილდოებს შორის ჩეშირი ფლობდა ვიქტორიას ჯვარს, უმაღლეს სიმბოლოს, რომელიც გადაეცემა ბრიტანეთის და ერთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს. სამხედრო-საჰაერო ძალებში იგი იყო ავიაციის ყველაზე ნორჩი პოლკოვნიკი.

ომის შემდეგ მან დააარსა თავშესაფარი, რომელიც შემდგომში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ეხმარებოდა. ცნობილი გახდა კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროში მოღვაწეობით. 1991 წელს მას პერის წოდება მიენიჭა[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The London Gazette: (Supplement) no. 52563. p. 1. 15 ივნისი 1991.