ლეონარდო ბრუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონარდო ბრუნის პორტრეტი

ლეონარდო ბრუნი (იტალ. Leonardo Bruni; დ. 1369 — გ. 9 მარტი, 1444) — იტალიელი ჰუმანისტი და ისტორიკოსი. დაიბადა არეცოში, რის გამოც არეტინო შეარქვეს. XIV საუკუნის 80–იან წლებში ბრუნი ფლორენციაში გადმოსახლდა, სადაც მან შესანიშნავი განათლება მიიღო. მისი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ფრანჩესკო პეტრარკამ, კალუჩო სალუტატიმ და სხვა.

1405–1415 წლებში ბრუნი მდივნად მუშაობდა პაპის კურიაში. 1415 წლიდან იგი კვლავ ფლორენციაში დაბრუნდა, რომელიც არასოდეს დაუტოვებია. იმავე წელს მან ფლორენციის რესპუბლიკის მოქალაქეობა მიიღო, ხოლო 1427 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რესპუბლიკის კანცლერის თანამდებობა ეკავა.

ლეონარდო ბრუნიმ მრავალმხრივი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა. მან ბერძნულიდან ლათინურ ენაზე თარგმნა პლატონის, არისტოტელეს, პლუტარქეს, ქსენოფონტესა და სხვათა შრომები. მისი მნიშვნელოვანი ნაშრომია „ფლორენციელი ხალხის ისტორია“, რომელიც კომუნის შეკვეთით დაწერა და 1439 წელს დაასრულა. მის კალამსვე ეკუთვნის შრომები: „ქალაქ ფლორენციის ქება“, „სამხედრო საქმის შესახებ“, „სწორი თარგმანის შესახებ“ და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯაჭვაძე, ეთერ. „ლეონარდო ბრუნი არეტინო“, შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, III ტ., თბ., 2001, გვ.44–53.