ლენი რიფენშტალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლენი რიფენშტალი, სრული სახელი ბერტა ჰელენე ამალი რიფენშტალი (გერმ. Berta Helene Amalie Riefenstahl; დ. 2 აგვისტო, 1902, ბერლინი, გერმანია — გ. 8 სექტემბერი, 2003, პიოკინგი (ბავარია), გერმანია) — გერმანელი მოცეკვავე, კინორეჟისორი, მსახიობი და ფოტოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა ბერლინის ხელოვნების სკოლაში. თავისი კარიერა რიფენშტალმა ჯერ მოცეკვავის ამპლუაში დაიწყო, რომლის შემდგომ იგი კინომსახიობად გვევლინება. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში მან საკუთარი კინოსტუდია დააარსა, სადაც წარმატებით შეითავსა სცენარისტის, რეჟისორისა და პროდიუსერის ფუნქციები. ახალგაზრდა გოგოს ნიჭიერება მხედველობიდან არ გამორჩენია გერმანიის ლიდერ ადოლფ ჰიტლერს, რომელმაც რიფენშტალის ორიგინალური კინოხედვა ნაციონალისტურ-სოციალისტური პარტიის რეკლამირებას მოახმარა. სწორედ ამ პერიოდში ჰქმნის რიფენშტალი თავის უკვდავ შედევრებს, დოკუმენტურ კინოკლასიკას "ნების ტრიუმფს" ("Triumph des Willens") (1934) და "ოლიმპიას" ("Olympia") (1938). მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რიფენშტალის შავ-თეთრი კინოეპოპეა დაჩრდილა საერთაშორისო პოლიტკორექტულობამ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელები მას ბრალს სდებდნენ ჰიტლერთან თანამშრომლობაში. ამგვარ ვითარებაში შეუძლებელი იყო საყვარელი საქმიანობის გაგრძელება და მიუხედავად ამისა მან მოახერხა 1954 წელს ერთი ფილმის გადაღება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]