შინაარსზე გადასვლა

ლენინი (ატომური ყინულმჭრელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლენინი“
„ლენინი“ ნავსადგურში
კლასი/ტიპი: ყინულმჭრელი
პორტი: მურმანსკი
მშე­ნე­ბე­ლი: ლენინგრადის საადმირალო გაერთიანება
ჩაეშვა: 5 დეკემბერი, 1957
ექსპლუატაცია: 1959
ჩამოიწერა: 1989
დაბრუნება: 1970
მთავარი მახასიათებლები
წყალწყვა:16 ათ.
სიგრძე:134
სიგანე:27,6
სიმაღლე:16,1
სიმძლავრე:32,4
წყალშიგი:10,5
გემის ძრავი:2 ატომური რეაქტორი (თავიდან 3), 4 ტურბინა
სიჩქარე:18 კვანძი (33,3 კმ/სთ), სუფთა წყალში — 19 კვანძი
ეკიპაჟი:243

„ლენინი“ (რუს. «Ле́нин») — მსოფლიოში პირველი ატომური ყინულმჭრელი გემი. აგებულია 1957 წელს ლენინგრადში, საბჭოთა კავშირში. სიგრძე 134 მეტრია, წყალწყვა — 16 ათ. ტონა, ნორმალურ წყლებში მოძრაობს 33 კმ/სთ სიჩქარით.[1]

გემი 1959 წლიდან ჭრიდა ყინულებს და საზღვაო გზებს ათავისუფლებდა სატვირთო ხომალდებისათვის რუსეთის ჩრდილოეთ საზღვაო გზაზე, მურმანსკის პორტიდან არქტიკის ზოგიერთ პორტამდე დასავლეთ ციმბირში. თავდაპირველი მაღალი დანახარჯების მიუხედავად, ატომური ძალური მოწყობილობა საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა, რამდენადაც უზრუნველყო პრაქტიკულად შეუზღუდავი სავალის მარაგი, მათ შორის ექსტრემალურ პირობებში. „ლენინი“ საბჭოთა კავშირსა და რუსეთში აგებული რამდენიმე ატომური ყინულმჭრელიდან პირველი გახდა. მარშრუტიდან მოიხსნა 1989 წელს; ამ დროისათვის ყინულებში გავლილი ჰქონდა 500 000 საზღვაო მილი (დაახლ. 925 000 კმ). 2009 წელს, ექსპლუატაციაში შესვლიდან 50 წლის თავზე, გაიხსნა როგორც მცურავი მუზეუმი მურმანსკის ნავსადგურში.[1]

თავდაპირველად „ლენინი“ აღჭურვილი იყო სამი ატომური რეაქტორით, რომელთაგან ორი ჩვეულებრივ გამოიყენებოდა მუშაობის დროს, ხოლო ერთი სარეზერვო იყო. 1960-იანი წლების შუა ხანებიდან ბოლო წლებამდე გემს სულ მცირე ერთი, შესაძლოა ორი, სერიოზული ავარია მოუვიდა, მათ შორის რეაქტორის ბირთვის დნობა, რასაც, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა (საბჭოთა ხელისუფლებას არასდროს გაუვრცელებია დეტალები). მწყობრში ჩადგა 1970 წელს, რამდენიმეწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ, რა დროსა მისი თავდაპირველი სამი რეაქტორი ჩანაცვლდა უფრო ორი ეფექტური და უსაფრთხო მოდელით.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Lenin. Encyclopædia Britannica. britannica.com (2015-02-12). ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2020.