ლენინის ფერისცვალების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლენინის ფერისცვალების ეკლესია
ლენინის ფერისცვალების ეკლესია — რუსეთი
ლენინის ფერისცვალების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ლენინა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი preobrajensky.cerkov.ru
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2011-2013

ლენინის ფერისცვალების ეკლესია (რუს. Церковь Спаса Преображения) — მართლმადიდებლური ეკლესია აქსაის რაიონის ხუტორ ლენინაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 2011-2013 წლებში.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, აქსაის რაიონი, ხუტორი ლენინა, მწვანე ქუჩა № 2-ა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ეკლესიისა და სამრეკლოს ხედი, 2015 წელი
ეკლესიის შესასვლელი, 2015 წელი

2011 წელს ხუტორ ლენინაში ააგეს სამლოცველო ღვთისმშობლის „მოულოდნელი სიხარულის“ ხატის სახელზე და ამავდროულად საფუძველი ჩაუყარეს ქვის ეკლესიის მშენებლობას[1]. 2012 წლის ნოემბერში რეგისტრაცია გაიარა უფლის ფერისცვალების ეკლესიის მრევლმა. ამავე წლის დეკემბერში კი ჩაასხეს ბეტონის ფუნდამენტი. 2013 წელს სამლოცველოს და ეკლესიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა. ეკლესიას შერჩა ღვთისმშობლის „მოულოდნელი სიხარულის“ ხატის სახელი. ამ პერიოდში ააშენეს საკურთხეველი, დადგეს კანკელი, შეიძინეს აუცილებელი საეკლესიო ჭურჭელი და კეთილმოაწყვეს ეკლესიის კარ-მიდამო. 2013 წლის 1 ოქტომბერს ეკლესიამ მიიღო წმინდა ოდიკი რათა შეესრულებინათ საღვთო ლიტურგია[2]. ამავე წლის ნოემბერში ააშენეს ეკლესიის დამხამრე სამეურნეო ნაგებობა.

2014 წელს ეკლესიის ახლოს ააშენეს სამრეკლო, გაგრძელდა მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები. ეკლესიამ ასევე მიიღო საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია, მრევლმა ჩამოაყალიბა საკვირაო სკოლა. ამჟამად მუშავდება პროექტი ახალი, უფლის ფერისცვალების ეკლესიის ასაშენებლად[2].

ეკლესიის წინამძღვარია კონსტანტინ გომა[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Нечаянная радость» для хуторян. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: 2017-04-05.
  2. 2.0 2.1 История прихода
  3. Иерей Гомма Константин Викторович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-17. ციტირების თარიღი: 2017-04-05.