ლენინის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლენინის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
ლენინის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია — რუსეთი
ლენინის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ლენინა
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
გარე სურათები
ეკლესიის საერთო ხედი
ხედი გუმბათის მხრიდან

ლენინის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია (რუს. Церковь Иоанна Богослова) — მართლმადიდებლური ეკლესია ხუტორ ლენინაში, როტოვის ოლქი[1], რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონისა და სალსკის ეპარქიას[2].

მისამართი: 347024, რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ბელოკალიტვინის რაიონი, ლენინა, ლენინის ქუჩა № 5.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1850 წელს დონის კაზაკთა მხარეში ააგეს ღთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომლის მშენებლობაც დააფინანსა მემამულე ქალმა მ. ბობრიკოვაიამ. 1874 წელს სტანიცის კაზაკებმა ახალი ეკლესიის მშენებლობა წამოიწყეს სტეფან შევირევის ფინანსებით. ძველი ეკლესია კი 1878 წელს[3] გაყიდეს უსტ-ბელოკალიტვინის სტანიცის ხუტორ სვინარევში[4], სადაც იგი აკურთხეს და მიიღო იოანე ღვთისმეტყველის სახელწოდება. ეკლესიის მრევლი შედგებოდა ძირითადად ხუტორ სვინარევის (ამჟამად ხუტორი ლენინა) მოსახლეობისაგან, გარდა ამისა ეკლესიით სარგებლობდა ბოროდინოვისა და პოცელუევის დასახლებებიც.

თუ როდის შეწყვიტა სვინარევის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიამ მოქმედება, უცნობია, მხოლოდ საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ ხუტორში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მრევლს ღვთისმსახურების აღვლენისათვის გადასცა ძველი შენობა, რომელიც მრევლმა ეკლესიად გადააკეთა. სახარების ავტორის და მოციქულის, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესის მრევლი ოფიციალურად დარეგისტრირდა 2002 წლის დეკემბერში.

იოანე ღვთისმეტყველის ეკლესიის წინამძღვარი გახდა დეკანოზი ალექსანდრე პავლეს ძე პაშუტინი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]