ლენინის ბიუსტი (ტაგანროგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლენინის ბიუსტი
რუს. Бюст Ленина
კოორდინატები 47°12′56″N 38°55′41″E / 47.2156° ჩ. გ. 38.9281° ა. გ. / 47.2156; 38.9281
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
მოქანდაკე ბორის პლენკინი
გახსნის თარიღი 1978

ლენინის ბიუსტი (რუს. Бюст Ленина) — ლენინის სკულპტურული გამოსახულება. მდებარეობს ტაგანროგში. დგას ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ. დამზადებულია მოქანდაკე ბორის პლენკინის მიერ 1935 წელს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლენინის ბიუსტი დგას ტაგანროგის ადმინისტრაციული შენობის წინ (პეტროვსკაიის ქ. 73). ბიუსტი აღმართეს 1978 წელს[1] და მისი ავტორები არიან მოქანდაკე ბორის პლენკინი, ხოლო არქიტექტორი ს. ცერკოვნიკოვი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 17 დეკემბერს ტაგანროგის არქიტექტურისა და ქალაქის დაგეგმარების კომიტეტის სხდომაზე, ქალაქის დუმის მუდმივმოქმედი ბიუჯეტის, გადასახადებისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომისიის დეპუტატების გადაწყვეტილებით წარმოადგინეს ტაგანროგის მთავარი არქიტექტორის ოლგა შჩერბაკოვას ინიციატივა, რომლის მიხედვითაც პეტროვსკის ქუჩაზე, სწორედ ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ უნდა განთავსებულიყო ტაგანროგის საბრძოლო დიდების ქალაქის სტელა[2][3][4].

2104 წლის თებერვალში ქალაქის ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ქალაქის დაგეგმარების საქალაქო საბჭომ და ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა ვერა შჩერბაკოვამ მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება საბრძოლო დიდების ქალაქის სტელის ადმინისტრაციული სახლის (ქალაქის მერიის) წინ განთავსების შესახებ[5]. ამ გადაწყვეტილების შედეგად ლენინის ბიუსტის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა[1][5][6].

2014 წლის აგვისტოში ტაგანროგელები გააოცა მეთოდმა, რომლის გამოყენებითაც ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ბიუსტის გარემონტება[7]. კვარცხლბეკის გრანიტის ფილები დამაგრებული აღმოჩნდა საკანცელარიო წებოვანით[7][8].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Киричек М. С. Музей под открытым небом. — Таганрог: ИП Стадников, 2010. — С. 80. — ISBN 978-5-9901455-3-5.
  2. Собств. корр. В администрации Таганрога предложили новые варианты размещения стелы воинской славы // bloknot-taganrog.ru. — 2013. — 17 дек.
  3. Строганов А. Еще два местечка... // tagangraf.livejournal.com. — 2013. — 17 дек.
  4. Спиридонов А. Ждем стелу // Таганрог. — 2013. — 20 дек.
  5. 5.0 5.1 Собств. корр. Стелу воинской славы Таганрога решили разместить возле городской Администрации // bloknot-taganrog.ru. — 2014. — 20 февр.
  6. Собств. корр. Придворная стела დაარქივებული 2014-03-02 საიტზე Wayback Machine. // nasamomdele.info. — 2014. — 19 февр.
  7. 7.0 7.1 Собств. корр. В Администрации Таганрога изобрели новый метод крепления гранита // bloknot-taganrog.ru. — 2014. — 20 авг.
  8. Собств. корр. Администрация Таганрога использует инновационные технологии при ремонте памятников // mytaganrog.com. — 2014. — 20 авг.