ლელა ცუცქირიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლელა ცუცქირიძე
დაბადების თარიღი 1964
საქმიანობა მწერალი, საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლელა ცუცქირიძე (დ. 1964, თბილისი) — ქართველი საბავშვო მწერალი, მხატვარ-ილუსტრატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საბავშვო გადაცემებსა და რედაქციებში. ამჟამად არის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომელი, მუშაობს მკითხველთა კლუბისა და ნოდარ დუმბაძის ფონდის საკვირაო სკოლის „ზურიკელას სკოლის“ პედაგოგად, ამონაშვილის საავტორო ბაღის „ბასტი ბუბუს“ სამხატვრო მენეჯერად. არის USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriED) საბავშვო ტექსტების ავტორი.

მონაწილეობდა სხვადასხვა ლიტერატურულ და შემოქმედებით პროექტებში, არის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი და საბავშვო სიმღერების ტექსტების ავტორი. მისი ნაშრომები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. მისი ტექსტები შესულია სასკოლო სახელმძღვანელოებში, ანთოლოგიებში, ალმანახებსა და კრებულებში. თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ბერძნულ, ლიეტუვურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე.

ჰყავს ერთი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]