ლელა თათარაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლელა თათარაიძე
ლელა თათარაიძე.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 3 ივლისი 1949(1949-07-03) (70 წლის)
დაბ. ადგილი ზემო ალვანი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველები
ჟანრ(ებ)ი ფოლკლორი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • აკორდიონი
  • ფანდური
ასოციაციები
  • კელაპტარი
  • თუშეთი
  • ქართული ჰანგი
  • კესანე

ლელა თათარაიძე (დ. 3 ივლისი, 1949, ზემო ალვანი) — ქართველი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ლოტბარი.[1] თუშური სიმღერებისა და მელოდიების განთქმული შემსრულებელი, ქალ-ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „თუშეთის“ დამფუძნებელი, ეთერ თათარაიძის და. უკრავს აკორდიონსა და ფანდურზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. საშუალო განათლება მიიღო ალვანის სკოლაში. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი ცხოვრების მანძილზე, ლელა თათარაიძე მშობლიურ ალვანში მოღვაწეობას წარმატებით უთავსებდა თბილისის შემოქმედებით ცხოვრებას. მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილებაში, შემდეგ, თბილისში, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში, ხალხურ საკრავთა სახელმწიფო ორკესტრში უკრავდა. გარკვეული ხანი ზემო ალვანის საშუალო სკოლაში სიმღერის მასწავლებლად და გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა. ამას სახელმწიფო ფილარმონიის ფოლკლორულ ანსამბლის სოლისტობა მოჰყვა.

პარალელურად საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კომიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ „კელაპტრის“ სოლისტი იყო. სოფელ ქვემო ალვანში ჩამოაყალიბა ქალ-ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „თუშეთი“.[2]

1992 წლიდან მუშაობდა მერაბ კოსტავას სახელობის ეროვნულ თეატრში, სპექტაკლების მუსიკალურ გამფორმებლად და მსახიობად. პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა ფოლკლორულ ტრიო „ქართულ ჰანგს“.

2000 წელს ქალთა ვოკალურ-ინსტრუმენტული კვარტეტი „კესანე“ ჩამოყალიბდა. ლელა თათარაიძე კვარტეტის უცვლელი ხელმძღვანელია.

ხშირად მონაწილეობდა კულტურულ პროექტში: ოლიმპიადებსა და ფესტივალებში (საქართველოს და ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით). მრავალი ოქროს მედლისა და პრიზის მფლობელია. პერიოდულად მონაწილეობს ტელე-რადიო გადაცემებში.

სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდში ლელა თათარაიძის შემოქმედების მრავალი ნიმუში ინახება. იგი მრავალი ცნობილი სიმღერისა და მუსიკალური თემის ავტორია. დამუშავებული და არანჟირებული აქვს თუშური მელოდიები. გადაღებულია ქართულ ფილმში „ექვსი თოვლიანი დღე“ (1986).

2019 წლის 14 აპრილს ფილარმონიის წინ ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნა.[3]

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ვერცხლის თასადამც მაქცია“ — ტექ. ხვარამზე სამუკაშვილი
  • „ლომო,შე ლომის მოკლულო“ — ტექ. ხალხური
  • „ვერკვლის ციხე“ — ტარიელ ხალხელაური
  • „ჯანღი“ — ტექ. ეთერ თათარაიძე
  • „ცხრაჯერ“ — ტექ, მანანა ჩიტიშვილი
  • „თინიბექის სიკვდილი“ — ტექ.ხალხური
  • „ვაჟაო“ — ტექ. ანა კალანდაძე
  • „შენმა სურვილმა დამლია“ — ტექ.ვაჟა-ფშაველა, მიხა ხელაშვილი
  • „სამშობლო“ — ტექ. ვაჟა-ფშაველა, შოთა არაბული
  • „საპატარძლო სახუმარო“ — ტექ.ხალხური
  • „დავაგვიანე“ — ტექ. მარი აბრამიშვილი
  • „გაგნის გორი“ — ტექ. ხალხური
  • „შატილის ასულო“ — ტექ. იოსებ ლონგიშვილი
  • „შენ რო გგონივართ ვაჟაო“ — ტექ.ხალხური
  • „ჯავრო“ — ტექ. მანანა ჩიტიშვილი
  • „მახკვდია“ — ტექ.ხალხური
  • „თუშური დატირება“ — ტექ.ხალხური
  • „გშორდები, ფიქრი მატულობს“ — ტექ. მიხა ხელაშვილი
  • „ნეტა თქვენ“ — ტექ. ეთერ თათარაიძე
  • „შავ-ჯავრო“ — ტექ. მანანა ჩიტიშვილი
  • „ჩაჩუმდა მარიამულა“ — ტექ. ანა კალანდაძე
  • „გულს უწადინოდ“ — ტექ. მანანა ჩიტიშვილი
  • „მწირულაო ამოვალიდ“ — ტექ. ეთერ თათარაიძე
  • „არ დაიდარდო, სიკვდილი“ — ტექ. იოსებ ბაიაშვილი
  • „ბოლოს მიწადაყრილებ“ — ტექ. ეთერ თათარაიძე
  • „ფანდურის ჩანამღერი“ — (ვარიაციები), ინსტრუმენტული
  • „სევდიანი ვარიაციები“ — ინსტრუმენტული (ფანდური)
  • „კავკასიური მელოდიები“ — ინსტრუმენტული, ხალხური და საავტორო
  • „კავკასიური მელოდიები 2“ — ინსტრუმენტული
  • „სამცხის ღამე“ — ინსტრუმენტული (გარმონი) — კ.ფ. „სამოთხის გვრიტები“

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ვერცხლის თასადამც მაქცია“ — „მელოდია“, სოლო გრამ-ფირფიტა, 1988
  • „დილის ჯანღი“ — ჰოლანდია — შერეული CD, 1999
  • „სულის სალბუნი“ — კვარტეტ „კესანე“ — CD, საფრანგეთში, 2002
  • „კელაპტარი“ — 2 CD, 2003-2004 .
  • „სამცხის ღამე“ — სოლო CD, სტ. „ქართული ჩანაწერები“, 2005
  • „ლელა თათარაიძე“ — სოლო CD, სტ. „Sound Orbit“, 2007

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. #ჩაკრულო - ლელა თათარაიძის შემოქმედება. 1tv.ge (18 მაისი, 2019). წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი, 2019.
  2. ლელა თათარაიძე. ეროვნული ფილმოგრაფია. წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი, 2019.
  3. ფილარმონიის წინ ლელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი გაიხსნა. „იმედინიუსი“ (14 აპრილი, 2019). წაკითხვის თარიღი: 28 სექტემბერი, 2019.