შინაარსზე გადასვლა

ლელა ბაქანიძე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლელა ბაქანიძე (დ. 9 ოქტომბერი, 1957) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1979–1988 წლებში იყო შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის განსაკუთრებით საშიში ვირუსული ინფექციების ლაბორატორიის ექიმი–ვირუსოლოგი. 1988–1992 წლებში ამავე სადგურის ექიმი–ვირუსოლოგი. 1992–1998 წლებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ელ. მიკროსკოპის ლაბორატორიის გამგე. 1998 წლიდან ამავე ცენტრის საინფორმაციო ცენრტის გამგე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ვირუსების სტრუქტურას და მორფოლოგენეზს. დასტამბული აქვს ერთი მონოგრაფია.

1988 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ზოგიერთი ტოგა და რეტროვირუსის სტრუქტურა და მორფოგენეზი და შერეული ინფექციების პირობები.“

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 30

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლელა_ბაქანიძე“-დან