ლეისი ჩებერტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეისი ჩებერტი
Lacey Chabert

ლეისი ჩებერტი 2007 წელს.
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1982 (1982-09-30) (41 წლის)
პერვისი, მისისიპი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
გამხმოვანებელი
აქტიური 1988-დღემდე
მეუღლე(ები) დეივიდ ნეჰდარი (2013-დღემდე)
შვილ(ებ)ი 1

ლეისი ნიკოლი ჩებერტი (ინგლ. Lacey Nicole Chabert) — ამერიკელი მსახიობი და კინოგამხმოვანებელი.

დაიბადა პერვისში, მისისიპის შტატში, ჯულიასა და ტონი ჩებერტის ოჯახში. ლეისის მამა იყო ინგლისური წარმომავლობის, ხოლო დედა შოტლანდიური, ინგლისური და იტალიური წარმოვალობის. მას ჰყავდა ერთი უმცროსი ძმა და ორი უფროსი და.

სახელი გაითქვა კლავდია სელინჯერის როლის შესრულებისთვის სატელევიზიო დრამაში ჩვენ ვართ ხუთნი (1994-2000).[1] იგი ახმოვანებდა პერსონაჟს, ელზა ტორონბერს ანიმაციური სერიალიდან ტორნბერის ველური ოჯახი დაასევე მეგ გრიფინს გრიფინების პიველი სეზონში,[2] ხოლო შემდგომ, ჩებერტი როლზე შეცვალა მილა კუნისმა.[3] მას მონაწილეობა მიღებული აქვს შემდეგ ფილმებში: კოსმოსში დაკარგულები (1998), არასაბავშვო ფილმი (2001), მორიგე მამიკო (2003), საზიზღარი გოგონები (2004), შავი შობა (2006). ის ასევე გამოჩნდა Hallmark Channel-ის (საკაბელო არხი) რამდენიმე ფილმში.

2013 წელს 22 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში ჩებერტი დაქორწინდა დეივიდ ნეჰდარზე [4] და 2016 წელს შეეძინათ ქალიშვილი სახელად ჯულია მიმი ბელა.[5]

2005 წელს ლეისიმ მიღო MTV Movie Award-ის ჯილდო. 1997 და 1998 წლებში გადაეცა Hollywood Reporter Annual YoungStar Award-ის ჯილდო, ხოლო მოგვიანებით, იგი ამ პრემიაზე სამჯერ იქნა ნომინირებული.[6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mendoza, N.F. (1994-10-23). „The 'sparkle' that holds Fox's 'Party of Five' together is called Lacey“. The Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2010-09-24.
  2. Daniel Robert Epstein. Interview with Seth MacFarlane, creator of The Family Guy. UGO.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 18, 2008. ციტირების თარიღი: 2009-01-04.
  3. Daniel Robert Epstein. Interview with Seth MacFarlane, creator of Family Guy. UGO.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-12. ციტირების თარიღი: 2007-05-06.
  4. Blumm, K.C. (3 იანვარი, 2014). „Lacey Chabert Is Married“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-30. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. Juneau, Jen (8 სექტემბერი, 2016). „Lacey Chabert Welcomes Daughter Julia Mimi Bella“. People. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 14, 2018. ციტირების თარიღი: September 8, 2016. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Chabert’s awards on IMDB