ლენსტერი (სარაგბო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლეინსტერი)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლენსტერი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლენსტერი
Leinster Rugby
დაარსდა 1879
რეგიონი დუბლინი, ირლანდია
მოედანი RDS Arena (ტევადობა - 18 500 ადამიანი)
Aviva Stadium (ტევადობა: 51 700 ადამიანი)
ხელმძღვანელი მიკ დოუსონი
მწვრთნელ(ებ)ი ლეო ქალენი
კაპიტანი ჯონათან სექსტონი
ყველაზე მეტი კეპი დევინ თონერი (280)
ყველაზე მეტი ქულა ჯონათან სექსტონი (1614)
ყველაზე მეტი ლელო შეინ ჰორგანი (69)
ლიგა პრო 14
2018-2019 1-ლი
საშინაო  ფერები
გასასვლელი  ფერები
ოფიციალური საიტი
www.leinsterrugby.ie

ლენსტერი — ირლანდიური სარაგბო გუნდი, რომლის საშინაო არენაც არის დუბლინში. ლენსტერი მოიცავს ირლანდიის რაგბის კავშირის ერთ-ერთ რეგიონს (ირლანდია სულ 4 სარაგბო რეგიონადაა დაყოფილი). ლენსტერის ტრადიციული საშინაო არენაა დონიბრუკი, მაგრამ ის მცირე მოცულობისაა (6000) ამიტომ საშინაო თამაშებს გუნდი ერ-დი-ეს არენაზე ატარებს. ხოლო განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებს, დუბლინის მთავარ სტადიონზე – ავივაზე. ლენსტერი გინესის ლიგის (ყოფილი კელტთა ლიგა) წევრია დაარსებიდან, 2001 წლიდან და ამ დროში მან 6-ჯერ შეძლო ჩემპიონობა. 2009 წელს ლენსტერმა პირველად მოიპოვა ჰეინიკენის თასი. სულ კი 4-ჯერ შეძლო ევროპის საუკეთესო კლუბის ტიტულის მოპოვება რაც ტულუზთან ერთად საუკეთესო შედეგია. 2013 წელს ლენსტერი ჩელენჯ თასს დაეუფლა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი მატჩები, ლენსტერმა, როგორც თავისი რეგიონის წარმომადგენელმა 1875 წელს ჩაატარა, მანსტერისა და ოლსტერის წინააღმდეგ. მაშინ რაგბის 20-20 თამაშობდნენ.

პირველი ტურნირი ამ სამ გუნდს შორის ჩატარდა 1875 წელს და მას შემდეგ რეგულარულად იმართებოდა როგორც ირლანდიის ჩემპიონატი, 1885 წელს ამ სამეულს შემოურთა მეოთხე პროვინციაც - კონახტი (გალვეი) და დღემდე ირალნდია ამ ოთხი სარაგბო გუნდითაა წარმოდგენილი.

1995 წლიდან, ლენსტერი გახდა პროფესიონალური რაგბის კლუბი. მოგვიანებით ლენსტერის სახელი გადაკეთდა როგორც „ლენსტერის ლომები“ როდესაც გუნდს გამოუჩნდა ახალი სპონსორი: Canterbury Clothing Company. 2004-2005 წწ. სეზონის წინ სიტყვა „ლომები“ ოფიციუალურად გაქრა გუნდის დასახელებიდან თუმცა მას ხშირად მაინც ლომებად მოიხსენებენ. განსაკუთრებით ხშირია ლენსტერი ახალგაზრდული გუნდების ლომებად მოხსენება. ლენსტერის მასკოტი არი „ლომი ლეო“, „Leo the Lion“[1] ლენსტერის პირველი სეზონი ახლად შექმნილ კელტთა ლიგაში წარმატებით დამთავრდა – გუნდმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული,დაამარცხა რა მანსტერი 2001-02 წლების სეზონში. 2002-2003 წლებში გუნდი გახდა მესამე გუნდი, რაგბის ისტორიაში, რომელმაც მოიგო ყველა ჯგუფური თამაში ჰეინიკენის თასზე.

2007 წლიდან ლესნტერი ყალიბდება ევროპული საკლუბო რაგბის ერთ-ერთ გრანდად. 2007-2008 წწ. სეზონზე ლენსტერმა მოიგო კელტა ლიგა. ფინალში დაამარცხა უელსური ნიუპორტ დრაგონსი ანგარიშით 41:8[2]. მომდევნო სეზონში ლენსტერმა წარმატებას მიაღწია ევროპის თასზეც. ნახევარფინალში დაამარცხა მანსტერი - 25:6. ამ მატჩში დამყარდა ევროუპული საკლუბო რაგბის რეკორდი, დაესწრო რა 82,200 ადამიანი. ფინალური მატჩში გაიმართა მერიფილდზე, ედინბურგში სადაც დუბლინელებმა ლესტერის თაიგერსი დაამარცხა 19-16 და მოიგეს პირველი ევროპულის თასი.

მას შემდეგ ლესტერმა კიდევ 3 ჯერ მოახერხა თასის მოპოვება, უკანასკნელად 2018 წელს, რითაც დაეწია ტულუზის რეკორდს.

2018-2019 წლის სეზონზე დუბლინელებმა ფინალი წააგეს ლონდონის სარასენსთან ანგარიშით 20-10.

პრინციპული მეტოქეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუბლენის ლენსტერის მთავარ მეტოქედ მიიჩნევა ირლანდიური მანსტერი. ეს გუნდები, ოლსტერთან ერთად, ჩართულნი არიან ირლანიის პროვინციათშორის ჩემპიონატში ჯერ კიდევ 1879 წლიდან[3]. საინტერესოა რომ ირლანდიის ჩემპიონატი ამ გუნდებს თანაბრად 22-22-ჯერ აქვთ მოგებული.

ირლანდიის პროვინციათშორისი ჩემპიონატი რეგულარულად ტარდებოდა 1946-წლიდან. ამ დროის განმავლობაში გუნდება 101-ხელ ითამაშეს საიდანაც ლენსტერმა 53-ჯერ მოიგო, 43-ჯერ წააგო, 5 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

პრო-14 და ევროპის თასის ფორმატში გუნდები 43-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. ლენსტერის სტატისტიკა ასეთია: 26 მოგება, 16 წაგება, 1 ფრე.

აღსანიშნავია რომ პროფესიონალურ ხანაში, დუბლენელებს ყველაზე მეტჯერ არა მანსტერთან, არამედ შოტლანდიურ გლაზგო ვორიუირსთან მოუწიათ თამაში:

48 თამაში, 32 მოგება, 14 წაგება, 2 ფრე.

სათამაშო არენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ხნის განმავლობაში, ლენსტერი საშინაო მატჩებს დონიბურკის სტადიონზე ატარებდა. თუმცა სტადიონი იმდენად პატარაა (6000 კაცი), რომ 2005 წლიდან გუნდმა საშინაო არენად ერ-დი-ეს არენა გაიხადა, სადაც 18 500 ადამიანი ეტევა. თავდაპირველად აქ მხოლოდ ჰეინიკენის თასის თამაშებს ატარებდნენ, მაგრამ ახლა, ვერც ეს სტადიონი იტევს ლენსტერის ქომაგებს, ამიტომ მნიშვნელოვან მეტოქეებს ავივაზე უხვდებიან.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021-2022 სეზონი

ბურჯები

კვაჭები

მეორეხაზელები

  • ირლანდიის დროშა რაიან ბერდი
  • ირლანდიის დროშა ჯეკ დიუნი
  • ირლანდიის დროშა როს მოლონი
  • ირლანდიის დროშა ჯეიმზ რაიანი
  • ირლანდიის დროშა დევინ თონერი
  • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა ჯეისონ ჯენკინსი

მესამე ხაზელები

9 ნომრები

  • ახალი ზელანდიის დროშა/ირლანდიის დროშა ჯეიმზონ გიბსონ-პარკი
  • ირლანდიის დროშა ლუკ მაკგრათი
  • ირლანდიის დროშა ნიკ მაკართი
  • ირლანდიის დროშა ქორმაქ ფოლი

მგეზავები

შუამარბები

გარემარბები

  • ირლანდიის დროშა ადამ ბრეინი
  • ირლანდიის დროშა დეივ კერნი
  • ირლანდიის დროშა ჯორდან ლარმორი
  • ახალი ზელანდიის დროშა/ირლანდიის დროშა ჯეიმზ ლოუ

ფულბექები

  • ირლანდიის დროშა ჰუგო კენანი
  • ირლანდიის დროშა ციან კალიერი
  • ირლანდიის დროშა ჯიმი ო'ბრაიანი

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფინალისტი: 5 (2006, 2010, 2011, 2012, 2016)

პერსონალური ჯილდოები და რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(ბოლოს განახლდა 23 აგვისტოს, 2022)

კატეგორია მოთამაშე ჯამი
ლელო შეინ ჰორგანი 69
კეპი დევინ თონერი 280
ქულა ჯონათან სექსტონი 1,614
ყველაზე მეტი ლელო
მოთმაშე ლელო
1 შეინ ჰორგანი 69
2 ბრაიან ოდრისკოლი 61
3 გორდონდ არსი 60
4 დენისი ჰიკი 56
5 დეივ კერნი 52
6 ისა ნაკევა 47
ჯეიმზ ლოუ 47
7 შონ ქრონინი 45
9 რობ კერნი 42
10 ლუკ მაგართი 41
11 ჯეიმი ჰისლიპი 38

მსოფლიო რაგბის წლის მორაგბე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამარჯვებული

წარდგენილი

ევროპის წლის მორაგბე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარდგენილი

  • 2011 – შონ ობრაიანი, ჯეიმი ისლიპი, ისა ნაკავა
  • 2012 – რობ კერნი, ჯონათან სექსტონი
  • 2013 – ჯეიმი ჰისლიპი (2)
  • 2015 – ჯეიმი ჰისლიპი (3)
  • 2017 – გარი რინგროუზი
  • 2018 – სკოტ ფარდი, თაიგ ფერლონგი, ჯონათან სექსტონი (2)
  • 2019 – შონ კრონინი, თაიგ ფერლონგი(2), გარი რინგროუზი(2)
  • 2020 – თაიგ ფერლონგი (3), ჯორდან ლარმორი, გარი რინგროუზი (3)
  • 2021
  • 2022 - ქუაილონ დორისი, ჯეიმზ ლოუ, ჯოშ ფან დე ფლიერი

გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის / PRO14 წლის გუნდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Pro14 ოქროს ბუცი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს ბუცი გადაეცემა იმ დამრტყმელს, რომელსაც სეზონის განმავლობაში ექნება წარმატებული დარტყმების (ჯარიმა, გარდასახვა) ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი. პრიზი გადაიცემა 2012 წლიდან. (პროცენტული მაჩვენებელი მოცემულია ფრჩხილებში)

ინდივიდუალური რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა დროის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(26 მაისი 2015წ. მონაცემები).

ევროპის თასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(26 მაისი 2015წ. მონაცემები)

გაერთიანებული რაბის ჩემპიონატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეპი: (190) ირლანდიის დროშა დევინ თონერი
  • ქულა: (877) არგენტინის დროშა ფელიპე კონტეპომი
  • ლელო: (45) ირლანდიის დროშა დეივ კერნი
  • ჯარიმა და გარდასახვა: (302) არგენტინის დროშა ფელიპე კონტეპომი

(21 მაისი 2022წ. მონაცემები).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://evoke.ie/2017/06/02/extra/are-you-a-real-leinster-rugby-fan
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-23. ციტირების თარიღი: 2020-07-23.
  3. https://www.irishtimes.com/sport/rugby/leinster-munster-rivalry-is-vital-to-irish-rugby-in-general-and-two-clubs-in-particular-1.1945909
  4. RaboDirect PRO12 Dream Team. RaboDirect PRO12 (5 May 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 6 May 2014.