ლეილა ისმაილოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლეილა ისმაილოვა
Leila Ismailava.JPG
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1991 (1991-07-28) (30 წლის)
მინსკი
ალმა-მატერი ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ჟურნალისტი, მოდელი
აქტიური 2010–დღემდე

ლეილა რიზვანაუნა ისმაილოვა (ბელარ. Лейла́ Рызва́наўна Ісмаілава, აზერ. Leyla Rizvan qızı İsmayılova; დ. 28 ივლისი, 1991) — ბელარუსი მოდელი და ჟურნალისტი, მიჰყავს მუსიკალური ტელე-გადაცემები. მას ჰყავდა აზერბაიჯანელი წინაპრები. იგი იყო 2010 წლის საბავშვო ევროვიზიის თანაწამყვანი, კონკურსი მინსკში გაიმართა (მიჰყავდა ძიანის კურიანთან ერთად). ისმაილოვა აქტიურად იღებდა მონაწილეობას 2012 წელს, ევროვიზიის კონკურსისათვის ბელარუსის წარმომადგენლის შერჩევაში.

2006 წელს ლეილამ დაამთავრა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიცეუმი (ისტორიის ფაკულტეტი), შემდეგ მან დაამთავრა ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ინსტიტუტი (აუდიოვიზუალური ჟურნალისტიკა, საპატიო დიპლომი, 2011 წლის საუკეთესო კურსდამთავრებული).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]