ლეილა ვექილოვა
ლეილა ვექილოვა აზერ. Leyla Vəkilova | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
29 იანვარი, 1927 ბაქო, ასფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
20 თებერვალი, 1999 (72 წლის) ბაქო, ![]() |
საქმიანობა | ბალერინა |
ლეილა მახატ კიზი ვექილოვა (აზერ. Leyla Mahad qızı Vəkilova; 29 იანვარი, 1927, ბაქო, ასფსრ, სსრკ — 20 თებერვალი 1999, ბაქო) — აზერბაიჯანელი საბჭოთა ბალერინა, ბალეტმეისტერი, პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1967).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1943 წელს დაამთავრა დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი (გამარ ალმასზადეს კლასი). 1945—1946 წლებში კვალიფიკაციას იმაღლებდა მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. 1943 წლიდან იყო მ. ფ. ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის[1] სოლისტი. 1972 წლიდან — თეატრის რეპეტიტორი. 1953 წლიდან ატარებდა კლასიკური ბალეტის გაკვეთილებს ბაქოს ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, 1992 წლიდან — ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების სახატვრო ხელმძღვანელი, 1996 — პროფესორი. გასტროლები ჰქონდა საზღვარგარეთ: პოლონეთში (1956, 1962, 1968), სირიაში (1960), ჩეხოსლოვაკიაში (1964), ინდოეთში (1965), ბულგარეთში (1966), საფრანგეთში (1969, 1974), უნგრეთში (1973), იტალიაში (1976), თურქეთში (1977, 1982), საქართველოში (1979), გერმანიაში (1979), ნეპალში (1981). 1976—1982 წლებში — აზერბაიჯანის საცეკვაო ანსამბლის ხელმძღვანელი.
გადაღებულია რამდენიმე ფილმში.
გარდაიცვალა 1999 წლის 20 თებერვალს.