ლეილა ბოჭორიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლეილა ბოჭორიშვილი (დ. 1 მარტი, 1934, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1955–1959 წლებში მუშობდა ათონსა და გუდაუთაში. 1959–1962 წლებში იყო კურორტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი. 1962 წლიდან ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი. 1969 წლიდან კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის, ძირითადად ეპიდემიოლოგიაში. სამედიცინო ინსტიტუტ „განთიადში“ კითხულობდა ლექციებს კარდიოლოგიასა და პროპედევტიკაში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ათეროსკლეროზით დაავადებულ ავადმყოფთა მკურნალობა თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე და მენჯის კურორტის პირობებში.“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შრომის ვეტერანის მედალი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000, გვ. 44

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]