ლევ ძეკონსკი
ლევ ძეკონსკი | |
---|---|
ლევ ვიქტორის ძე ძეკონსკი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
30 დეკემბერი, 1912 ალექსანდროპოლი, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 12 დეკემბერი, 1993 (80 წლის) |
უმაღლესი სკოლა |
თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი |
სიმაღლე | 174 სმ |
კარიერის ისტორია | |
1933–1938 | ინდ. ინსტიტუტი თბილისი |
1938–1941 | „ლოკომოტივი“ თბილისი |
1942–1944 | დკა თბილისი |
1945–1947 | ტოდო თბილისი |
ლევ ვიქტორის ძე ძეკონსკი (რუს. Лев Викторович Дзеконский; დ. 30 დეკემბერი, 1912, — გ. 12 დეკემბერი, 1993) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი და კალათბურთის მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1947), საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (1953), საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1957).[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ალექსანდროპოლში. დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი და საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. თამაშობდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის გუნდში (1933–1938), თბილისის „ლოკომოტივსა“ (1938–1941) და თბილისის არმიელთა გუნდებში — დკა, ტდო, ტოდო (1944–1947). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1944, 1946), ორგზის მეორე (1940, 1945) და მესამე (1939) პრიზიორი. იყო თბილისის არმიელთა გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი (1942–49), პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქალთა გუნდისა (სპი) და საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1950–1977). მისი ხელმძღვანელობით სპი-ს ქალთა გუნდი ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1966, 1967). იმსაჯა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შეხვედრები (1953).
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1940
- საბჭოთა კავშირის მესამე პრიზიორი: 1939
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1944
- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1944
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი: 1946
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 955, ISBN 99928-20-32-2.
პერიოდიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დიდების სათავეებთან // „ლელო“, 12 მაისი, 1968, № 92 (3576), გვ. 3.
- კალანდაძე, მ., საინტერესო ექსკურსი // გაზ. „ლელო“, 5 ოქტომბერი, 1980, № 193 (6754), გვ. 2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლევ ძეკონსკი — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლევ ძეკონსკი — ქართული სპორტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სიმონიშვილი, ვაჟა (23 სექტემბერი, 2021). „გზა ევრობასკეტისკენ. ოთარ ქორქიას ეპოქა — უნიკალური კადრები პირველი არხის არქივიდან“. 1tv.ge. საქართველოს პირველი არხი. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)