ლევ ჩორნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევ ჩორნი (პავლე დიმიტირის ძე ტურჩანინოვი) (რუს. Лев Чёрный) (დ. 1878 — გ. 1921) — რუსი ანარქისტი, რევოლუციონერი. 1899 წელს დაამთავრა გიმნაზია და ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. 1901 წელს დააკავეს სტუდენტურ ბუნტში მონაწილეობისთვის. სამ წელი იყო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. 1902 წლიდან წევრიანდება რევოლუციურ ორგანიზაციაში „Группа Рославльских Интеллигентов“ და მალევე აკავებენ აკრძალული ლიტერატურის შენახვის ბრალდებით. აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა ანარქისტულ ორგანიზაციებში, იყო გაზეთ „Клич“ გამომცემელი. დააარსა „ანარქიის სახლი“ არაერთხელ იქნა დაკავებული ანტი საბჭოთა საქმიანობისთვის. 1921 წელს 9 ანარქისტთან ერთად ჩეკას მიერ იქნა დახვრეტილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Novoe napravlenie v anarkhizme: assotsiatsionnyi anarkhizm. 2nd edn, New York, 1923.
  • O klassakh. Moscow, 1924.