ლევ სუხოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევ ალექსანდრეს ძე სუხოვი (დ. 12 სექტემბერი, 1912 — გ. 7 ივლისი, 1981, თბილისი) — საბჭოთა ოპერატორი. საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1966). 1936 წელს დაამთავრა „სახკინმრეწვთან“ არსებული ოპერატორის ასისტენთა კურსები და ამავე წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. გადაიღო ფილმები „მაგდანას ლურჯა“ (1956), „მამლუქი“ (1958), „განაჩენი“ (1959), „უდიპლომო სასიძო“ (1961), „აბესალომ და ეთერი“ (1966), „განგაში“ (1968). გადაღებული აქვს დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]