ლევ კონცევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევ კონცევიჩი (რუს. Лев Рафаи́лович Конце́вич, დ. 3 სექტემბერი, 1930, ტამბოვი) — საბჭოთა და რუსი აღმოსავლეთმცოდნე კორეანისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

კონეცევიჩის სახელი ცნობილი უპირველეს ყოვლისა კორეული ანბანის, ჰანგულის კირილიცაზე სატრანსლიტერაციო სისტემის შემუშავების გამო.

კონცევიჩის სისტემა წარმოადგენს კორეულ სიტყვათა კირილურ ანბანზე გადმოცემის სტანდარტს. კონცევიჩის მიერ შემუშავებული ეს სისტემა ასევე სტანდარტს წარმოადგენს ორივე კორეის გეოგრაფიული სახელების რუსულად გადმოსაცემად.

ლევ კონცევიჩი არის ცნობილი რუსი მათემატიკოსის მაქსიმ კონცევიჩის მამა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]