ლევ კამენევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევ ბორისოვიჩ კამენევი, ნამდვილი გვარი როზენფელდი (რუს. Лев Бори́сович Ка́менев დ. 1883, თბილისი — გ. 13 მარტი, 1936) — საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მორვაწე, ბოლშევიკი და რევოლუციონერი, ლენინის თანამოაზრე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1901 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია. 1903 წელს ამზადებდა თბილისის რკინიგზელთა გაფიცვას. 1903 წლიდან პარიზშია, სადაც ეცნობა ლენინს. 1904 წელს ლენინის დავალებით კვლავ თბილისში ჩადის და ამიერკავკასიის მასშტაბით ეწევა აგიტაციას რსდმ პარტიის ახალი ყრილობის მოსაწვევად. 1907 წელს რსდმპ მე-5 ყრილობაზე ირჩევენ პარტიის ცეკა-ს წევრად. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ირჩევენ რუსეთის ცაკ-ის პირველ თავმჯდომარედ. მონაწილეობდა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკებებში. 1919 წლის მარტიდან რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრია. 1922 წლის 3 აპრილს სწორედ მისი რეკომენდაციის დაინიშნა სტალინი პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად. 1922 წლის 14 სექტემბერს ინიშნება რსფსრ სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1922 წლიდან იყო სსრკ ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი. 1917-23 წლებში რუსეთის სამოქალაქო ომის დროს იყო ბოლშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: